უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აგვისტო, 2016 13:10
font-size

აბიტურიენტების მიერ დროზე ადრე მიღებული ინფორმაცია, რაც ჩარიცხვებს ეხებოდა, არ შეიცვლება - მაია მიმინოშვილი

გამოცდების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მაია მიმინოშვილის განმარტებით, აბიტურიენტების მიერ დროზე ადრე მიღებული ინფორმაცია, რაც ჩარიცხვებს ეხებოდა, არ შეიცვლება.

მისი თქმით, მცირეოდენი კორექტირება იქნება მხოლოდ გრანტებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გამოეხმაურა 2 დღის წინ ატეხილ აჟიოტაჟს იმის შესახებ, რომ აბიტურიენტთა ნაწილმა ჩარიცხვების შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებების საშუალებებით ინფორმაცია მიიღო.

მიმინოშვილი მომხდარს არც გაუგებრობად აფასებს და არც ტექნიკურ ხარვეზად.

”ღამის 23:00 საათზე პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა დამოუკიდებლად, ორჯერ, ამ პერიოდის განმავლობაში სმს-ების სერვისი არ იყო გამორთული. ერთი-ორმა აბიტურიენტმა გაგზავნა სმს და მიიღო ჩარიცხვის შესახებ შეტყობინება და ამის შემდეგ უკვე ინფორმაცია გავრცელდა და სხვა აბიტურიენტებმაც მოინდომეს იგივე. ბუნებრივია, სმს სერვისი ამის შემდეგ გამოვრთეთ და 1 საათში ჩავრთეთ. ეგ ყველაფერი იმას გავს, სამზარეულოს კარი რომ მიხურო, არ დაკეტო, აბიტურიენტი შევიდეს და წინასწარ მოინდომოს გაგება, თუ რა ხდება იქ”, - განმარტა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, არასწორია ფორმულირება იმისა, რომ ცრუ ინფორმაცია იყო სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი.

”ეს იყო ტყუილუბრალო აჟიოტაჟი. სტუდენტებმა იცოდნენ, რომ 25 აგვისტოდან დაიდებოდა დაზუსტებული მონაცემები. რაც შეეხება დროზე ადრე მათთვის მიღებულ ინფორმაციას, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სწორია, ხოლო გრანტების შესახებ უფრო დაზუსტდა. საქმე შეეხება გრანტების შესახებ მიღებული მონაცემების რაოდენობის შემცირებას. ასეთი დაახლოებით 50 სტუდენტია”, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი