უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2018 17:15
font-size

აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ - გიორგი კვირიკაშვილი

ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის კონფერენციის შეფასებისას.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან საინტერესო შეხვედრები გამართა.

,,აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საფუძვლიანად განვიხილეთ აშშ-თან ჩვენი დღევანდელი თანამშრომლობა. ბატონი მატისისგან მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მოხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ, ერთის მხრივ, ნატოს ძირითადი პაკეტის ფარგლებში და, მეორეს მხრივ, აშშ-თან გვაქვს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში.

ასევე, გვქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის ევროკომისართან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები იყვნენ მოსული და გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოშია, რომლებსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ინტერესი იყო ძალიან ძლიერი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საქართველოში არაერთი მათგანის ვიზიტი შედგება.

დღეს საღამოს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საუბარი გვექნება, როგორც პოლიტიკაზე, ასევე, ეს იქნება გარკვეულად სასტარტო შეხვედრა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი საპატიო სტუმრობის გახსნის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის და არა მხოლოდ მწერლობის ძალიან მნიშვნელოვანი წარმოჩენა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპაში საქართველოს პრობლემებით დაინტერესება და მხარდაჭერა იგრძნობა.

,,ვფიქრობთ, ევროპაში საქართველოს შესახებ დღეს საერთო აზრია, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. ჩვენს ქვეყანაში დღემდე უკვე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი დღევანდელობით, ჩვენი პრობლემებით და უფრო მეტ მხარდაჭერას ვნახულობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული კომპანიების ეკონომიკური წარმომადგენლობაც გაცილებით უფრო მეტი იქნება მომავალში. ჩვენ ამას აუცილებლად დავინახავთ და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები ამის კარგი მაგალითი იქნება.

აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. საერთოდ, ჩვენი ოკუპაციის პრობლემა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კონტექსტშიც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია მთლიანად რეგიონში სტაბილურობისა და ამაზე ჩვენს ყველა მეგობართან ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ. ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს დღეს საქართველოს, არის სწორედ ამ საუბრების შედეგი და გამოხატულება საქართველოს საგარეო ვექტორისადმი მხარდაჭერის, სტაბილურობის ჩვენს რეგიონში და ა.შ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მიუნხენის კონფერენცია გვაქვს წელს და, დარწმუნებული ვარ, ამ კონფერენციას ექნება ძალიან კონკრეტული პოზიტიური შედეგები საქართველოსთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე