უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2020 17:39
font-size

აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება - დავით ჭიჭინაძე

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი განსხვავება არ არის.

„ღირებულებითი თანხვედრა თუ არ გაქვს პოლიტიკურ ძალებთან, არ შეიძლება რაღაც გაუგებარ გარიგებებზე წახვიდე, მითუმეტეს ხალხის ინტერესების საპირისპიროდ. თან ვთვლი, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ყველაზე უფრო აქტიურობს და „ქართულ ოცნებას“ შორის, რეალურად არანაირი განსხვავებაა არ არის. თავის დროზე ყველამ საკმაოდ სერიოზულად გაუცრუა იმედები და ამომრჩეველი მოატყუა. შესაბამისად, ამ მოცემულობით, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება.

რაც შეგვეხება ჩვენ, პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“, ჩვენი შეთავაზებები მოსახლეობისთვის სრულიად განსხვავებულია. ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი პოლიტიკური ხედვებით, რადგან ვებრძვით ლიბერალურ ეკონომიკას, რომელმაც არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო ჩიხში შეიყვანა. ანუ, ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას, ამას არავინ სთავაზობს და არ ვაპირებთ ხელოვნური უმრავლესობის შექმნას შევუწყოთ ხელი და ჩვენი ამომრჩეველი შეცდომაში შევიყვანოთ”, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

6 ივლისი, 2020 , 15:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართვე

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

6 ივლისი, 2020 , 08:38

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

5 ივლისი, 2020 , 10:35

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე