უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 მაისი, 2018 16:25
font-size

აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა. საქმიანი ტურიზმის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან ერთად მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფრანქფურტის გამოფენაში 5200-მდე საერთაშორისო სასტუმრო, ავიაკომპანია, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული სააგენტო და კონკრეტული ტურისტული მიმართულებების სარეკლამო კომპანია მონაწილეობს.

„ფრანქფურტის გამოფენაში წელს მეორედ მივიღეთ მონაწილეობა. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად საკონვენციო ბიუროებთან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან. გერმანიაში აჭარის რეკლამას უკვე მეორე წელია ვანხორციელებთ და ბუნებრივია, მონაწილეობა მსგავს გამოფენებში, ახალი საქმიანი ურთიერთობები და სხვა სარეკლამო აქტივობები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას გერმანიაში. ამ ეტაპზე, აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს დოიჩე ველეს ეთერით, რასაც გერმანიიდან აჭარაში პრეს და ინფოტურებიც დაემატება. შედეგად მივიღებთ აჭარის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს, გადაცემებსა და ტურისტული პაკეტებს, რაც რეგიონში გერმანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა

21 ივნისი, 2018 , 12:20

ქუთაისის პარლამენტიდან თბილისში დაბრუნების დროს უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა. დეპუტატის სამსახურეობრივ ავტომობილს სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა ზესტაფონშ

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ - პროექტის მეორე ეტაპი

21 ივნისი, 2018 , 11:15

10 მაისიდან - 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე". პროექტის ფარგლებში დაგ

დაბა მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის საველე სამუშაოები მიმდინარეობს

20 ივნისი, 2018 , 16:05

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგებში საველე აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ახორციელებს. ამ ეტაპისთვის დაბა მანგლისში აზომილი და

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სიმინდის საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო

20 ივნისი, 2018 , 11:35

აზიური ფაროსანასგან სიმინდის დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე წამლობითი ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. „ანჟელის მასივში“ მიმდინარეობს. მობილიზ

პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

19 ივნისი, 2018 , 16:25

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სუს-ის სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას ესწრება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით

ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა, აღარ მოგცემთ ამის საშუალებას! - მალხაზ მაჩალიკაშვილი

19 ივნისი, 2018 , 16:25

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული სპეცოპერაცია სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და შს მინისტრმა გიორგი გახარია

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან