უკან
სამართალი
23 აგვისტო, 2017 15:40
აჭარა -გურიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან შვიდმა სამედიცინო ცენტრი დატოვა
აჭარა-გურიის გზაზე, შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად 28 დაშავებულთაგან შვიდმა პაციენტმა ქობულეთის სამედიცინო ცენტრი დატოვა.
კლინიკაში დაკვირვების ქვეშ კიდევ სამი პაციენტი რჩება. ისინი მკურნალობას ტვინის შერყევის დიაგნოზით აგრძელებენ.
დაშავებულთაგან 18 პაციენტი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან ერთი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად გადაიყვანეს- პაციენტს სახის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. ოპერაცია უტარდება კიდევ, რამდენიმე პაციენტს.
მედიკოსების ინფორმაციით, სხვა დაშავებულების მდგომარეობა განსაკუთრებულ სიმძიმეს არ წარმოადგენს.
შეკვეთილში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი გამთენიისას შეეჯახა
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
მონიკა დავლიანიძე