უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 მარტი, 2019 15:10
font-size

აჭარა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB BERLIN 2019 ეცნობიან.

როგორც „მედიანიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის რეგიონს გამოფენაზე მათი დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგენს.

გამოფენას ესწრებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. მათ საქართველოს სტენდთან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს, ბერლინის მერსა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უმასპინძლეს.

ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე 186 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს.

„მსგავსი ტიპის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ტურისტული ბიზნესის ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე დღეს ამ გამოფენაზეა წარმოდგენილი, რაც ბუნებრივია საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. გერმანია ჩვენთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც სარეკლამო კამპანიებს ორი წელია ვანხორციელებთ. ვიყენებთ ისეთ მსხვილ და საერთაშორისო მედიაპლატფორმებს, როგორებიცაა Deutsche Welle, RTL და N-TV. გამოფენის ფარგლებში ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას ვმართავთ ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან, რომლის შედეგიც რეგიონში გერმანელი ტურისტების რაოდენობისა და აჭარის შესახებ ცნობადობის გაზრდა იქნება,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ლევან ხაბეიშვილი გია დანელიას: ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში

19 მაისი, 2019 , 09:40

კახათის #35 -ე საარჩევნო უბანთან, სიტუაციის გასაკონტროლებლად "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის გია დანელიას მისვლა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დანელია იმ სკანდა

“მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” - ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

18 მაისი, 2019 , 14:35

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკი

ჭიათურის ცენტრში კარავი გაშალეს - მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

18 მაისი, 2019 , 12:25

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში 15 მაღაროელი მეორე დღეა, შიმშილობს. გაფიცული მაღაროელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შრომითი უსაფრთ

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართება

18 მაისი, 2019 , 11:40

19 მაისს, 20 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ცნობილი თურქი დრამატურგის, აზიზ ნესინის კომედიას - „მომ

სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

18 მაისი, 2019 , 11:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფ

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

17 მაისი, 2019 , 17:35

ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების, თითქმის სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კომპანიის მენეჯმენტმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწ