უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

2 ივნისი, 2017 15:55
font-size

აჭარას `ჰუალინგ ჯგუფის` პრეზიდენტი ეწვია

ბათუმს მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ მი ენ ჰუასთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გამართა. შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის“გენერალური დირექტორი ვა შენგ ხინი და 30 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რამაზ ბოლქვაძემ ინვესტორებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი კურორტ „გოდერძიზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეეხო. აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ინვესტორებს, სპეციალური პრეზენტაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა.

„აჭარას მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ ეწვია. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ჰუალინგ ჯგუფის პრეზიდენტთან და კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი აჭარის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. კომპანიის წარმომადგენლებს რეგიონის საპრივატიზაციო ობიექტები გავაცანით. საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში - 3,000-ს აღემატება. ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც საქართველოში 8 პროექტი უკვე განხორციელებული აქვს, ამჯერად უკვე აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა.

დღეს „ჰუალინგ ჯგუფ“-მა სხვადასხვა მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რაც გვაძლევს დიდ მოლოდინს, რომ რეგიონში დამატებით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება დაიწყება“- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

დღესვე, ჩინელი ინვესტორები ბათუმში არსებულ საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთებს გაეცნენ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ბათუმს დღეს დატოვებენ.

კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ 1988 წელს ჩინეთში დაარსდა. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას; სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების განხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას. კომპანია საქართველოში უკვე 8 მსხვილ პროექტს ახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი საქართველოში 500 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ჯამში 3,000-ს აღემატება.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი