უკან

რეგიონები

21 სექტემბერი, 2017 14:55
font-size

აჭარაში 10 ტურისტული მარშრუტის მარკირება განხორციელდა

აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ნიშნულებს ამჟამად, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე ამონტაჟებს. მათ შორისაა კინტრიშის ეროვნული პარკამდე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიამდე, მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებამდე არსებული გზის მონაკვეთი, რომლის სრული მარკირებაც მიმდინარეობს.

2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჯამში 50-ზე მეტი მანიშნებელი 10 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით განათავსა. მათ შორის ისეთ მარშრუტებზე, სადაც საერთოდ არ არსებობდა რაიმე სახის მანიშნებლები. ესენია მწვანე ტბის წრიული მარშრუტი და ქედის მუნიციპალიტეტში არსებული მერისისა და ზენდიდის ტურისტული მარშრუტები. ნიშნულები ასევე დაემატა გობრონეთის, მაჭახელას, კურორტ გოდერძისა და სოფ. დანისპარაულის, ასევე ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტებს.

„მუდმივად ვმუშაობთ მაღალმთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტების განვითარებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია რეგიონში ჩამოსულმა ტურისტებმა იმოგზაურონ ეროვნულ პარკებსა და რეგიონის ულამაზეს მთიანეთში. ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეს იქნება გზები, ნიშნულები თუ ადგილზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. 2017 წელის იანვრიდან 50-ზე მეტი მანიშნებელი დამონტაჟდა,, რაც ტურისტებს რეგიონში მოგზაურობა გაუმარტივებს“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და კურორტების თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

წლის ბოლომდე დაგეგმილია მუნიციპალიტეტების ცენტრებში არსებული აჭარის ტურისტული რუქების განახლებაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტების კვლევას, მარკირებას, მარშრუტებზე მანიშნებლების და საინფორმაციო დაფების განთავსებას მომალ წელსაც გააგრძელებს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი