უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
რეგიონები
8 ივნისი, 2018 15:55
აჭარაში ჯომარდობისას მდინარემ 6 ტურისტი გაიტაცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა.
არსებული მდინარეში ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ექვსი ტურისტი მდინარემ გაიტაცა.
მაშველებმა 2 ტურისტის გადარჩენა მოახერხეს, კიდევ ერთ ადამიანს კი, ამ წუთებშიც ეძებენ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი