უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


რეგიონები

17 თებერვალი, 2017 14:35
font-size

აჭარაში ინტენსიურად თოვს

ახალი ნალექის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალური ტექნიკის გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 50 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს ყველა მიმართულებით. ბოლო მონაცემებით თოვლის საფარი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დაბებში 1 მ-მდე მერყეობს. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოებში მუნიციპალიტეტების ცენტრებში მობილიზებული დამატებითი ტექნიკა და ადამიანური რესურსი ჩაერთო, - აცნობეს მედიანიუსს აჭარის მთავრობიდან.

გზები ინტენსიურად იწმინდება ხელვაჩაურშიც. კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლასა და 10 საბავშვო ბაღში.

ქედის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო მიმოსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდულია. სხვადასხვა მიმართულებით იწმინდება როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ასევე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ქედის მონაკვეთი. სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაგა-ბაღში.

ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებთან და სოფლებთან მიმოსვლა შეზღუდულია შუახევის მუნიციპალიტეტშიც. თუმცა შეუფერხებლად გადაადგილდება ტრანსპორტი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე. სასწავლო პროცესი არ შედგა 22 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაღში.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. ინტენსიურად იწმინდება გზები სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია. სასწავლო პროცესი არ შედგა 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაგა-ბაღში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია ზოგიერთ მონაკვეთებში. ბათუმი-ხულოს მონაკვეთის 44 კმ-ზე მეწყერია ჩამოწოლილი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იწმინდება ბათუმი-ქედის ცენტრალური მაგისტრალი, ასევე იწმინდება გზა ხულო-გოდერძის უღელტეხილის 106 კმ-დან სათხილამურო ბაზამდე. ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

ენერგო-პრო-ჯორჯიას ინფორმაციით აჭარაში შუქი არ მიეწოდება 400 აბონენტს. შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე. ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება რეგიონის ყველა აბონენტს.

ბათუმსა და ქობულეთში ნალექის რაოდენობა მცირეა, გზებზე შეფერხხებები არ ფიქსირდება. შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებენ ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდას. მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი იწმინდება როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც.

საკვანძო სიტყვები:

ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა

24 სექტემბერი, 2017 , 18:41

ბათუმში, ევროპის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიტყვით თბილისის მერობის კანდოიდატმა ირმა ინაშვილიმა მიმართა. მისი განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია და ის, როგორც ს

ზურაბ პატარაძე ქობულეთის სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

24 სექტემბერი, 2017 , 18:24

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე,

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიის რეგიონში პრეპარატების დარიგება დაიწყო

24 სექტემბერი, 2017 , 18:20

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურიის რეგიონს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრეპარატები გადასცა.  მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერები არ შეინიშნება

24 სექტემბერი, 2017 , 18:05

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება, ხოლო დაკვამლიანება საგრძნობ

ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა

23 სექტემბერი, 2017 , 12:25

სოფელ სკრასთან ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სის

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

22 სექტემბერი, 2017 , 17:55

22 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის, კ.ა-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არად