უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

2 დეკემბერი, 2016 13:45
font-size

აჭარაში საუკეთესო ტურისტული ობიექტები „მაგნოლია 2016“-ზე დაჯილდოვდება

აჭარაში, საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების ვინაობა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს დეკემბრის ბოლოს „მაგნოლია 2016“-ზე დააჯილდოვებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, დაჯილდოების ცერემენიალზე გამოვლინდება თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტული მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. დეპარტამენტი წელს აჭარაში, ყველაზე მაღალი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს გამოიყენებს.

მომხმარებელთა შეფასებების მისაღებად დეპარტამენტმა სექტემბრიდან დაიწყო მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ონლაინ კვლევას, ასევე Trip Adviser-ზე, Booking. Com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა მიმდინარეობს, როგორც ონლაინ რეჯიმში ასევე რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში. ამ ეტაპზე კვლევაში 1000-მდე ტურისტი და უბრალო მომხმარებელია ჩართული.

„მნიშვნელოვანია, როცა ცალკეული ტურისტული ობიექტის სერვისს ტურისტი აფასებს. სწორედ ტურისტისა და უბრალოდ მომხმარებლის აზრია გასათვალისწინებელი, როცა ტურისტული ბიზნესის განვითარება და სერვისის გაუმჯობესება გვსურს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მიზანია ტურისტმა და უბრალო მომხმარებელმა გამოავლინოს აჭარაში საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტები. რა თქმა უნდა ამას ემატება ტურიზმის სექტორის გამოკითხვაც, მაგრამ მნიშვნელოვანი წილი მაინც ტურისტებზე მოდის,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი