უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 სექტემბერი, 2020 12:50
font-size

აჭარაში სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი - თორნიკე რიჟვაძე

აჭარაში სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი, მთავარი ამოცანაა დინამიკის შენარჩუნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი. ახალი პროტოკოლის შედეგად, ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი გამოჯანმრთელებული, რაც არის იმედისმომცემი. ამ ყველაფრის პარალელურად, აქტიურ რეჟიმში ხდება, როგორც კლინიკური მართვის ნაწილში, ასევე ახლადგამოვლენილი დაინფიცირებული პირების, როგორც მკურნალობის განსაზღვრა, ასევე მათი კონტაქტების მიდევნება.

დღეს რეგიონში გვაქვს რვა კოვიდმართვის ცენტრი და შესაბამისი ცენტრები, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება პაციენტების მიღება, მათი შესაბამისი რეფერალი. აქვე იცით, რომ ამოქმედდა, როგორც კოვიდსასტუმროებში მკურნალობის პროტოკოლი, ასევე ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი და ამ ყველაფერში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რომელიც სისტემატიურად გადის შესაბამის მომზადებას და ხდება მათი მისადაგება იმ გამოწვევებთან და მზარდ ნაკადებთან, რომელიც გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში.

ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება დინამიკის შენარჩუნება, კონტროლის შენარჩუნება ეპიდმართვის თვალსაზრისით და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მაქსიმალურად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების დაცვა,რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას დავასტაბილუროთ ეპიდმდგომარეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ მართვამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ ამ გამოწვევის გამკლავება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა

30 ოქტომბერი, 2020 , 12:45

ვითიბი ბანკმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 66 თვის განმავლობაში სესხზე წლიური 11%-ის

გიორგი გახარია რთველზე - პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რთველს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, -

შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 17:59

შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდება

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს

27 ოქტომბერი, 2020 , 17:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა და შ

„ჩვენ შევცვლით ასეთ ყოფას“- ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

27 ოქტომბერი, 2020 , 17:01

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“- ს ხაშურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატმა

სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში - მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქა