უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 ივნისი, 2020 15:15
font-size

აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები შეფასდა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა.

ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონგის განვითარებისთვის საჭირო ტურისტული შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც სააგენტო ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და მარშრუტის რუკების მომზადებას გეგმავს.

ქედაში ტურისტული პოტენციალის კვლევის, მათ შორის ჩანჩქერების გაზომვის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო. მან ადგილობრივებთან, მოლაშქრეთა ფედერაციისა და ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელი მახუნცეთი და მერისის ხეობა მოინახულა.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სწორი მონაცემები აჭარაში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მათ შორის ჩანჩქერების შესახებ. მაგალითად, დღემდე გიდებსა და ადგილობრივებს შორის სადაო გახლდათ მახუნცეთის ჩანჩქერის ზომა, რომელიც როგორც გაზომვისას დადგინდა 57 მეტრია. კვლევის პროცესში ასევე, გამოვლინდა ნაკლებად ცნობილი, ტურისტულად მიმზიდველი ადგილები ორივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის სოფელი კაპნისთავი, ძეწმანის, წონიარისისა და მეძიბნას ჩანჩქერები, საპიკნიკე ადგილები მერისსა და სოფელ ბზუბზუში. კვლევაზე დაყრდნობით, ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნასა და მარკირებას, რაც სამომავლოდ ტურისტებს ქედისა და ხელვაჩაურის ცნობილი თუ უცნობი ტურისტული ადგილების აღმოჩენაში დაეხმარებათ,“- აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლელა გოგუაძემ.

სოფელ შროშაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

30 სექტემბერი, 2020 , 17:35

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს,

37 დევნილ ოჯახს შიდა ქართლის რეგიონში ბინები გადაეცა

30 სექტემბერი, 2020 , 17:35

კიდევ 37 დევნილი ოჯახი, გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დევნილ ოჯახებს

აჭარაში სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი - თორნიკე რიჟვაძე

30 სექტემბერი, 2020 , 12:50

აჭარაში სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი, მთავარი ამოცანაა დინამიკის შენარჩუნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში ვენახი გაშენდა

30 სექტემბერი, 2020 , 11:15

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, ყვარელში, სოფელ ჭიკაანში, 5 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახი გაშენდა. ი/მ ნაისი ხვედელიძემ საქმიანობა 2019 წლის ნომბერში დაიწყო

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ

29 სექტემბერი, 2020 , 21:52

ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, დღეს, მთელი საღამოს განმავლობაში აფერხებენ ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები. ისინი საუბნო საარჩევნო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე