უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 დეკემბერი, 2017 16:55
font-size

აჭარაში უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის საკანონმდებლო ხელისუფლების- უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის - საკოორდინაციო საბჭო შექმნის შესახებ, რომელიც რეგიონში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმდნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - დამატებითი სახსრები და ძალისხმევა იქნეს მიმართული უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭო მზადაა იმუშაოს ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც რეგიონში არსებულ საჯარო თუ კერძო სექტორს უსაფრთხოების მიმართულებით გააძლიერებს.

„ერთ-ერთი მიმართულება იქნება საკანონმდებლო ცვლილებები არა მხოლოდ კანონებში, არამედ ნორმატიულ აქტებშიც. თუკი სადმე რაიმე ხარვეზი იქნება, ამას კონკრეტული უწყება თავისი ინიციატივით გაითვალისწინებს. ასევე გავითვალისწინებთ იმ საკოორდინაციო ცენტრის მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობით იმუშავებს და რომელიც ხელს შეუწყობს დადგინდეს თუ სად, რა სფეროში, რა მიმართულებით რა ცვლილებები არის გასატარებელი. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ რიგი საკანონმდებლო ინიციატივები იქნეს წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს მიერ. ამას მუშაობის პროცესში გავხდით საჯაროს. თუ კი გამოჩნდება, რომ რაღაც სახით კონკრეტული აღჭურვილობა გვაკლია, საკანონმდებლო ორგანოც და მთავრობაც გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საკითხმა აისახოს ბიუჯეტში, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში ამ საბიუჯეტო ცვლილებებმა შესაბამისი მხარდაჭერა ჰპოვოს“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

საკვანძო სიტყვები:

გურჯაანში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

13 ოქტომბერი, 2018 , 17:30

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, გურჯაანის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 80-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის, საოჯახო და მცირე მარნების სხვადასხვა სახეო

ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის კონტროლის მექანიზმებს დარგის წარმომადგენლები გაეცნენ

13 ოქტომბერი, 2018 , 16:10

საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს ანაკლიაში თხილის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სააგენტ

ხულოში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, არიან დაშავებულები

13 ოქტომბერი, 2018 , 15:00

ხულოში, სოფელ დიოკნისში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულ

გარდაბანში „თბოსადგურ 2“-ის მუშათა ნაწილი გაიფიცა - ამის მიზეზად არაადამიანური სამუშაო პირობები სახელდება

12 ოქტომბერი, 2018 , 16:25

გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. ობიექტზე სამუშაოები ნაწილობრივ შეფერხებულია, რადგან ადგილზე მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მუშაობენ. ა

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ დღეს „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი შეუერთდა

11 ოქტომბერი, 2018 , 15:50

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლანჩხუთში, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ის ადამიანები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, გურიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ

150-მდე ადამიანის თქმით, სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით გარკვეული მკურნალობა ჩაუტარა, კბილები ამოუღო, გაუქლიბა და მომსახურება შეწყვიტა

11 ოქტომბერი, 2018 , 15:15

ქობულეთში მცხოვრები 150-მდე ადამიანის განცხადებით, ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზა, უმეტესობას გარკვეული მკურნალობაც ჩაუტარა, კბილები ამოუღ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`