უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივნისი, 2017 14:30
font-size

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში არსებული ყველა ხარვეზი გამოსწორებულია - ირაკლი კობახიძე

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანონმდებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი წარუდგინა.

კობახიძის თქმით, ახალ დოკუმენტში დღევანდელი საკონსტიტუციო კანონის ყველა ხარვეზია გამოსწორებული.

„მომზადებულია სრულიად ახალი კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. ესეც არის ფუნდამენტური ცვლილება და მიღწევა. დღევანდელ კონსტიტუციურ კანონში არის აბსოლუტურად ბუნდოვანი უამრავი საკითხი და ხარვეზი. შემიძლია გავიხსენო ბოლოს მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებისა და მთავრობის ფორმირების პროცესი. ისეთი ხარვეზები იყო კონსტიტუციურ კანონში, რომ თითქმის შეუძლებელი გახდა მთავრობის ხელახლა ფორმირება. დღეს ყველა ხარვეზი, რაც დაკავშირებულია ინსტიტუციურ მოწყობასთან, კომპეტენციებთან არის მოწესრიგებული. ესეც არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც შედის იმ კონსტიტუციურ კანონში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის თანახმად“, - განაცხადა კობახიძემ.

სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია. შეგახსენებთ, მან საკონსტიტუციო განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადა.

პარლამენტში საკონსტიტუციო საკითხზე კენჭისყრა 15 საათზე გაიმართება.

ანა მებურიშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს

16 ნოემბერი, 2019 , 16:50

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, გია ვოლსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის პოსტი უკავ

კახაბერ ოქრიაშვილი სპეციალური განცხადებას ავრცელებს

16 ნოემბერი, 2019 , 16:30

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხ

სოფო ქაცარავამ პარლამენტის მანდატიც დატოვა

16 ნოემბერი, 2019 , 16:15

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. აღნიშნული განცხადება ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის - ირაკლი კობახიძე

16 ნოემბერი, 2019 , 14:10

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია,- ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთ

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ