უკან

რეგიონები

5 ივლისი, 2017 18:30
font-size

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცა.

„სოფლადპირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ექვს ავტომანქანას ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ორს ხულოს მუნიციპალიტეტის პჯდ ცენტრებმა მიიღეს. სამინისტრომ, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 13 ავტომანქანა შეიძინა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პირველად ჯანდაცვის ცენტრებზე ავტომანქანების გადაცემა დღეს განხორციელდა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ.

აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 43 ცენტრს მაღალი გამავლობის ავტომანქანა 2014-2017 წწ პროგრამის ფარგლებში გადაეცა. სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებისხელშეწყობის“ პროგრამას 2018 წელსაც განახორციელებს და აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება.

ჯანდაცვის ცენტრების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

საკვანძო სიტყვები:

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

22 ივლისი, 2019 , 12:56

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა. ავარიის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება

18 ივლისი, 2019 , 14:55

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით

„გახარია წადი“ - ფოთში, საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ თვალახვეული პლაკატით მივიდა

16 ივლისი, 2019 , 14:10

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „გახარია წადი“. საკრებულოს ოპოზიც

ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

13 ივლისი, 2019 , 14:17

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. ახალ თეატრს, რომ

კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

13 ივლისი, 2019 , 11:32

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. რეგიონში სტიქიური მოვლენებიდან გამოწვეული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლისა

დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019” გაიმართება

13 ივლისი, 2019 , 10:41

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრან

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს