უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 მარტი, 2018 17:25
font-size

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ენმ-ს პასუხობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გელა ცინცაძემ განაცხადა, კომპანიას “ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთი” ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 2017 წლის ბოლომდე უნდა მიეღო.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად 2018 წლის 1 ივნისამდე დამატებითი დრო მიეცა.

"კომპანიამ ხელშეკრულების თანახმად მერიაში პროექტი წარადგინა. მერიამ კომპანიას გარკვეული რეკომენდაციები მისცა, რომელთა შესრულება გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაბამისად, პროექტის გადაკეთება არის საჭირო. ამის გათვალისწინებით კომპანიამ დამატებითი დრო მოითხოვა და მას 2018 წლის 1 ივნისამდე დამატებითი დრო მიეცა მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს ითვალისწინებდა და შესაბამისად 2017 წლის ბოლოდან ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე პირგასამტეხლო ერიცხებოდათ, თუმცა აჭარის ქონების, მართვის და განკარგვის კანონის შესაბამისად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს უფლება მთავრობის გადაწყვეტულებით მიიღოს მსგავსო გადაწყვეტილება და ინვესტორი პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლოს, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით.

ადგილზე 100- ნომრიანი სასტუმროს აშენება იგეგმება, სადაც 55 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს",- აცხადებს გელა ცინცაძე.

ცნობისათვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, შპს “ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთი” ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მშენებლობას უკანონოდ ახორციელებს.

როგორც ენმ-ს წევრმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის 19 დეკემბერს კომპანია პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა, რომელმაც სახელშეკრულებო პირობები დაარღვია.

საკვანძო სიტყვები:

ოზურგეთის საკრებულოში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე შეუძლოდ გახდა

21 ივნისი, 2018 , 17:45

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში მოშიმშილე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ბესო ქათამაძე შეუძლოდ გახდა. მან საავადმყოფოში გ

ბათუმში ბარაკის ტიპის სახლი დაიწვა

21 ივნისი, 2018 , 17:35

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ხანძრის დროს ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში არავინ არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის ხანძრის

დის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

21 ივნისი, 2018 , 16:00

ზუგდიდში, დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  ზუგდიდში, დადიანების ეზოში ძმამ და დანით 19 ივნისს დაჭრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა

21 ივნისი, 2018 , 12:20

ქუთაისის პარლამენტიდან თბილისში დაბრუნების დროს უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა. დეპუტატის სამსახურეობრივ ავტომობილს სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა ზესტაფონშ

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ - პროექტის მეორე ეტაპი

21 ივნისი, 2018 , 11:15

10 მაისიდან - 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე". პროექტის ფარგლებში დაგ

დაბა მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის საველე სამუშაოები მიმდინარეობს

20 ივნისი, 2018 , 16:05

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგებში საველე აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ახორციელებს. ამ ეტაპისთვის დაბა მანგლისში აზომილი და

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან