უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 მაისი, 2019 15:40
font-size

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი თანამდებობიდან მოხსნეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მემედ აბაშიძის გამზირზე 26 მაისს მოწყობილი საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის დროშები და წარწერა ღუსსია გამოჩნდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

საზეიმო მსვლელობა ფესტივალ "ოქროს დელფინის" ფარგლებში იმართებოდა და მას ორგანიზებას აჭარის განათლების სამინისტრო უწევს.

"ისინი მღერიან უკრაინულ სიმღერებს, აქ რუსული დროშა ნამდვილად არ ფრიალებს. ეს არის ბავშვთა ფესტივალი, რომელიც არის ტრადიციული და რომელიც, მე მგონია, სცდება ყოველგვარ პოლიტიკას." უთხრა ინგა შამილაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

შეგახსენებთ, რომ 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რუსეთის წარმომადგენლება მოქალაქეების შენიშვნის შედეგად დროშები დასწიეს და ისე გააგრძელეს მსვლელობა.

სვანეთში თოვლი მოვიდა

21 სექტემბერი, 2019 , 16:20

სვანეთში დღეს პირველი თოვლი მოვიდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თოვს მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში. ამასთან, დღეს და ხვალ საქართველოში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ –

სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

21 სექტემბერი, 2019 , 11:25

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად ჯამ

ჟინვალში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

21 სექტემბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით თამა

კურორტ ლებარდეში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

21 სექტემბერი, 2019 , 11:01

კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გენგემის წინასაპროექტო კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ხედვის მიხედვით, კურორტი 6 ზონად დაიყოფა, პირველი ზონა დაბალსართულიან სასტუმრო

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

20 სექტემბერი, 2019 , 11:20

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამ

კახეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

20 სექტემბერი, 2019 , 11:00

კახეთში „რთველი 2019“-ის პროცესში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს