უახლესი ამბები
- 30.04.2025 17:01საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე
- 30.04.2025 15:55„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
- 30.04.2025 15:48ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, გვირაბის კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში მისმენდნენ - ირაკლი გედენიძე
- 30.04.2025 15:41გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
- 30.04.2025 15:35ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
- 30.04.2025 15:3029 აპრილს ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს - საია
- 30.04.2025 15:04„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
- 30.04.2025 14:23SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
- 30.04.2025 13:10აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების აღდგენა დაავალა
- 30.04.2025 12:15ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
რეგიონები

აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა.
აღნიშნულ პოსტზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება.
მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, მინისტრი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი ელისო ბოლო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. ის გახლდათ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ასევე, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩი. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პარიზის უმაღლეს სახელოვნებო სკოლაში; გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი დადებითი სიახლე გვექნება.
ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. ქალბატონი მაია გააგრძელებს განათლების, ასევე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ამასთან, როგორც ელისო ბოლქვაძემ წარდგენისას აღნიშნა, აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი, სადაც კულტურა ყოველთვის იყო და ახლაც იქნება ძალიან განვითარებადი.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ბათუმი, აჭარა არის ის რეგიონი, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, სადაც კულტურა ყოველთვის იყო და ახლაც იქნება ძალიან განვითარებადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაკეთებთ და გავაგრძელებთ ძალიან საინტერესო პროექტებს, რადგან ბევრი რამ უკვე გაკეთებულია. ჩემთვის, როგორც უკვე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტში, ძალიან დიდი გამოცდილება იყო საჯარო სამსახურში და ძალიან კარგად ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს კულტურას ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი გუნდისთვის. გუნდი მობილიზებულია, რათა კულტურის სფეროში იყოს უწყვეტი განვითარება, ჩვენი ქვეყნის გუშინდელი დღე, დღევანდელი და ხვალიდელი დღეც. ეს იყოს გამჭოლი ხაზი, რათა ჩვენს ახალგაზრდებსაც მიეცეთ საშუალება, მუდმივად იყვნენ შემოქმედებითი ზრდის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ბათუმი უნდა იყოს კულტურის მსოფლიო რუკაზე, ეს ჩვენ უკვე მივაღწიეთ, ბათუმს მიენიჭა იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი, ასევე ბათუმის ფესტივალი არის იუნესკო-ს უწყვეტი ქუდის ქვეშ მოქცეული. ჩვენ გავაგრძელებთ იუნესკო-სთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან მუშაობას. მთავარი ჩვენთვის რჩება ის, რომ კულტურა მივიდეს ყველგან, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დიდი ნიჭის გამოვლენის, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა ტალანტი და სახელოვანი ადამიანი გავზარდოთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბათუმს ისევ დავუბრუნდი“, – განაცხადა ბოლქვაძემ.
საკვანძო სიტყვები:
გორში მკვლელობა მოხდა
28 აპრილი, 2025 , 11:45

თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა
25 აპრილი, 2025 , 10:59

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
24 აპრილი, 2025 , 10:37

მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო
21 მარტი, 2025 , 16:06
თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
21 მარტი, 2025 , 11:31
წალენჯიხაში ხანძარი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩენილი - ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება - მერის მოადგილე
15 მარტი, 2025 , 19:26