უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
18 ნოემბერი, 2019 10:57
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ, თუმცა შენობასთან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები არ გამოჩენილან.
აქციის მონაწილეთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს.
აქციის გამართვა სხვა უწყებებთანაც იგეგმება, მათ შორის მუნიციპალიტეტებში. მოთხოვნები უცვლელია და არ ვწყვეტთ პროტესტს. საღამოს სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აჭარის მთავრობის შენობასთან გასართობი პროგრამა, შოუები მოეწყობა",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მონაწილეები, მათი მოთხოვნის შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.