უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 სექტემბერი, 2018 17:00
font-size

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილის რეკლამირებას საერთაშორისო მედიით. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები საერთაშორისო ტელეკომპანიების CNN, BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELLE-ს შემდეგ, გერმანიაში რეიტინგული ტელეარხების „RTL“ და „N-TV“ ეთერით გადის.

გერმანული ტელეარხი ,,RTL” ერთ-ერთი წამყვანი კომერციული სატელევიზიო არხია, რომელიც გარდა გერმანიისა, ასევე მაუწყებლობს ავსტრიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ის გერმანიის ტოპ სამეულში შედის. რაც შეეხება ,,N-TV”-ს, ის ძირითადად დატვირთულია საინფორმაციო-შემეცნებითი გადაცემებით.

„2017-2018 წლებში ჩვენ აქტიურად დავიწყეთ იმ მედია არხების გამოყენება, რომლებიც განსაკუთრებული რეიტინგით გამოირჩევა როგორც ევროპის, ასევე ზოგადად, მსოფლიო ბაზრებზე. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება. 2017 წლიდან საქართველოს საელჩოებთან კოორდინაციით ვანხორციელებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ევროპულ ქვეყნებში. BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELE შემდეგ, ახლა უკვე გერმანიაში ადგილობრივ რეიტიგულ არხებს ვიყენებთ, ისეთებს როგორებიცაა: RTL და N-TV. ბოლო წლების კვლევების მონაცემებით, გერმანიაში მათი ყურებადობა ძალიან მაღალია და მუდმივად ინარჩუნებენ ადგილს რეიტინგული ტელევიზიების ჩამონათვალში. ვიდეორგოლები გერმანულენოვანი აუდიტორიისთვის, გერმანულ ენაზეა მომზადებული. კამპანიის მიზანია ჩვენი ტურისტული მიმართულის პოპულარიზაცია როგორც ოთხივე სეზონზე საინტერესო ტურისტული პროდუქტების მქონე ქვეყნისა და რეგიონის. აჭარაში ჩამოსული უცხოელ ვიზიტორთა კვლევის ანალიზი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების კამპანიებს განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით,“- განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი