უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 ივნისი, 2019 15:35
font-size

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ფოტოებმა ესტონელებისა და ლატვიელების ყურადღება მიიქცია. ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი გამოჩნდა, რომელიც ესტონეთისა და ლატვიის დედაქალაქებში წლის ბოლომდე იმოძრავებს. აღნიშნული ქალაქების გარდა რეგიონის პოპულარიზაცია გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

გარდა გარე რეკლამისა, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები წელს ერთდროულად BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს ეთერში ტრიალებდა, რის შედეგადაც რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს მილიონობით პოტენციური ტურისტი გაეცნო. წელს პირველად აჭარის სატელევიზიო რეკლამის ჩაეშვება ასევე, იგეგმება National Geographic-სა და Travel Channel-ის სატელევიზიო ეთერშიც.

აჭარაში ასევე გრძელდება ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან. ჯამში წელს, 24 ინფო-მედიატურს გაეწია ორგანიზება, რომლის შედეგადაც აჭარის შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში ქვეყნდება.

აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას ლატვიასა და ესტონეთში ტურიზმის დეპარტამენტი ბოლო წლებია აქტიურად ანხორციელებს, რაც გარე რეკლამის გარდა, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ტალინს, 27 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდება და ის ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ჩარტერული ფრენები წელს ასევე, დაგეგმილია ვილნიუსიდან და ვარშავიდან.

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. სასამართლოს გადადების მიზეზი დაკავებულების მოთხოვნა გახდა, აეყვანა

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე ოთხი პირია დაკავებული

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირია დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ

საქართველოში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

14 – 15 ნოემბერს, თბილისში, სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამიტი საქართველოში პირველად ჩატარდე

რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა

13 ნოემბერი, 2019 , 17:00

გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ.  თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი

ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა

12 ნოემბერი, 2019 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ბათუმიდან ქედისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატ