უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 აგვისტო, 2020 10:35
font-size

აჭარის რეგიონში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები დაათვალიერა და მათ მიღწევებს გაეცნო. ამის შესახებ “მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან იმ საჭიროებებზე იმსჯელა, რაც მეცნიერების განვითარებისთვის აუცილებელია.

„სამეცნიერო წრეებთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, ახლო მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს და მეცნიერების მენეჯმენტის სრულყოფის საკითხებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეცნიერების განვითარების პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და წარმატებული სამეცნიერო ჯგუფების გამოვლენა წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაშიც ღვაწლმოსილ მეცნიერებს უზარმაზარი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საერთაშორისო პროექტებში მათი ჩართულობა გაიზარდოს - სტრატეგიულად მნიშვნელოვან კვლევებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

ნუნუ მიცკევიჩმა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება მეცნიერთა დაფინანსების წილი. ამასთანავე, ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა Horizon Europe და მასში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესების მექანიზმებიც გააცნო.
მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობას, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერით გარემონტდა და აღიჭურვა. აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი ინსტიტუტია რომელიც მუშაობს მემბრანული ტექნოლოგიური პროცესების სხვადასხვა მიმართულებაზე: მაღალსელექტიური პოლიმერული მემბრანების შექმნაზე, შესწავლაზე, სრულყოფაზე, მემბრანული დანადგარების დამზადებასა და მათ დანერგვაზე სხვადასხვა დაწესებულებაში (სამედიცინო, ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხნებში, გადამამუშავებელი მრეწველობის, აგროსამრეწველო სფეროს ცალკეულ დარგებსა და ფირმებში), თუ ინდივიდუალური მოხმარებისათვის. ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, აგრარული მიმართულებით შემუშავებულია 100-ზე მეტი ტექნოლოგია ციტრუსოვანთა ნაყოფის სასაქონლო და სამრეწველო გადამუშავების მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ახლადდასრულებული კორპუსი დაათვალიერა, რომელიც 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. სამსართულიანი კორპუსი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სრულადაა გათვალისწინებული კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ინსტიტუტში, რომელიც 1959 წელს დაარსდა, მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება. მათ ბაზაზე კი განათლებას იღებენ ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს პროექტებში ცნობილ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ.

შეხვედრის დასასრულს, ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ სამეცნიერო წრეებთან შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება, რადგან მეცნიერების რეფორმის ფარგლებში, მათი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის რეგიონში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე, ასევე, გარკვეული დროით მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 16:10

აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშ

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა

24 სექტემბერი, 2020 , 12:45

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში ბოლო 24 საათში 4 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი ჩატარდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონის რვა

ჩვენი სახელმწიფო პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა - ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის მარნის გახსნას დაე

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდეს

23 სექტემბერი, 2020 , 14:40

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას, დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. „ევროპული საქართველოს“ წევრის ბესიკ დონაძის თქმით, ზუგდიდის მერი, ამავდროულად, არის „ქართული ოცნ

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო. ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სა

ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული - თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი, 2020 , 14:55

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.