უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 აპრილი, 2018 12:15
font-size

აჭარის რეკლამა უკვე ევრონიუსის ეთერითაც გადაიცემა

BBC-ის შემდეგ აჭარის რეკლამა უკვე ევრონიუსზე ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან. სატელევიზიო რეკლამის გარდა წელს ტელეკომპანია „ევრონიუსი“-ს მაყურებელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებს გაეცნობა.

ჟურნალისტები აჭარას აპრილის დასაწყისში სტუმრობდნენ. ევრონიუსის ჟურნალისტები რეგიონს განმეორებით ზაფხულსა და უკვე შემოდგომაზე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ეწვევიან. პარალელურად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აგრძელებს ტელეკომპანიებთან „დოიჩე ველე“ და ‘CNN”, სადაც ასევე იგეგმება რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვება.

„ჩვენ დავიწყეთ აქტიური სატელევიზიო რეკლამა BBC-სა და უკვე ევრონიუსის ეთერით, რაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. პარალელურად ვგეგმავთ აჭარის საიმიჯო ვიდეო რგოლების გაშვებას საერთაშორისო ტელეკომპანიების დოიჩე ველესა და CNN-ის ეთერით. ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა უკვე სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში, მაგალითად პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გარდა ამისა, ვიწყებთ აქტიურ ინტერნეტრეკლამასა და გარერეკლამას 16 სამიზნე ქვეყანაში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები არის კომპლექსური და მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. ჩვენი 2018 წლის სარეკლამო აქტივობები 16 სამიზნე ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა და ვიმედოვნებთ, რომ მისი შედეგი რეგიონში ტურისტების ზრდა იქნება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიაზე ევრონიუსმა იმუშავა. კლიპის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=rd3m0QbA1hs&feature=youtu.be.

საკვანძო სიტყვები:

ეს ქალბატონი თვითონ ვერ ხვდება, რატომ უნდა მისცენ ხმა - პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილზე

20 ოქტომბერი, 2018 , 17:35

გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრაზე მისულ ადგილობრივებს ფონდ იავნანას დამფუძნებელმა, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ სიტყვი

მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება - ნიკა მელია

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მხარდამჭერებს ზუგდიდში ხვდება. შეკრებილებს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. მელია ას

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:10

შალვა კერესელიძე როშკისა და არხოტის ხეობის სოფლების ახიელისა და ამღის მოსახლეობას შეხვდა, მათთან ერთად მიმდინარე და აქტუალური საკითხები განიხილა და ადგილობრივების საჭიროებებიც მოისმინა. გუბერნატორი ფშავ-ხევსურეთის დაცული

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახის ქალი ემსხვერპლა

20 ოქტომბერი, 2018 , 13:00

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა. პირველი არხი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსთაველის ქუჩაზე ქალს, რომელსაც გზის გადაკვეთას ცდილობდა, სწარაფად მიმავალი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავ

ხულოში ძლიერი ხანძარის შედეგად 19 წლის გოგონა და მამაკაცი დაიღუპა

19 ოქტომბერი, 2018 , 17:45

ხულოში, ღორჯომის თემში, ძლიერ ხანძარის შედეგად 19 წლის გოგონა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს ერთდროულად გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტ

მესტიაში სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პრეზენტაციები ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

კომპანია სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოში წამყვანი ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის (Khan Academy) გასაცნობი პრეზენტაციები ჩატარდა. „ხანის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`