უკან

საზოგადოება

18 თებერვალი, 2020 15:30
font-size

აჭარის ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და არა მმართველ პარტიას - „თავისუფალი საქართველო“

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის კომიტეტი ეხმაურება.

კომიტეტის წევრების განცხადებით, დღეს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის მითვისების მცდელობებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

„აჭარის საზოგადიებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, აქედან გამომდინარე გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენი გუნდი მხარს უჭერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის სრულ დამოუკიდებლობას ყველა პოლიტიკური ჯგუფისაგან.

ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ეკუთვნოდეს კონკრეტულად ოპოზიციას ან კონკრეტულად მთავრობას, ლიბერალებს, კონსერვატორებს თუ სხვა ჯგუფებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ საზოგადოებას და აქედან გამომდინარე მოქმედებდეს მაქსიმალურად ობიექტურად.

თუმცა დღეს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის მითვისების მცდელობებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ და რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს საზოგადოებრივი პროტესტი.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის კომიტეტი სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და იმედოვნებს, რომ საზოგადოება გამოიჩენს ერთიანობას და წინ აღუდგება ანტიდემოკრატიულ პროცესებს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი