უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 ნოემბერი, 2019 17:05
font-size

აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს ლვოვში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაეცნენ

აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს ლვოვში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაეცნენ. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმდინარე ეკონომიკურ და საინვესტიციო პროექტებზე წარადგინა პრეზენტაცია.

როგორც „მედიანიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენდიდან აცნობეს, აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორების ყურადღება მიიქცია. გამოფენაზე, სადაც დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ქართულმა სამზარეულომ და მთიანი აჭარის ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია.

აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებსა და სარეკლამო-საპრომოციო მასალებს გასცნობოდნენ, ამასთანავე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობის შესახებ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ჯამში, 2019 წელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტების პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 40 მლნ ლარით ფინანსდება

18 იანვარი, 2020 , 12:00

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი

ქარელის მცხოვრებლებს იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

15 იანვარი, 2020 , 15:05

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში იუსტიციის მინისტრის ინ

მესტიის, გოდერძისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენის ნებართვა ავსტრიულ კომპანიას მიენიჭა

15 იანვარი, 2020 , 14:30

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანიაზე – Wucher Helicopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. სააგენტო

რა ბედი ელის ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას

15 იანვარი, 2020 , 12:30

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინის-ტროს ა

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

15 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დ

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

13 იანვარი, 2020 , 15:10

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს ცენტრში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა, მაღალმთიან სოფლებში კი თოვლმა თითქმის ერთ მეტრს მიაღწია. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. ნალექს განსაკუთრებული პრობლემ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`