უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 თებერვალი, 2019 15:30
font-size

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ესტონეთში ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „TUEREST 2019” ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობით გაიმართება. აჭარის მთავრობის დელეგაცია ესტონეთში უკვე გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანი შეხვედრები განათლებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.

„ესტონეთი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 2017 წლიდან ეწევა და წელსაც გააგრძელებს. აჭარის მიმართ ესტონელი მოგზაურების ინტერესი მზარდია. 2018 წელს, რეგიონს წინა წელთან შედარებით ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. ტალინის გამოფენაზე წარმოდგენილია 30 ქვეყნის 500-ზე მეტი კომპანია, რაც ბუნებრივია საშუალებას გვაძლევს მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ასევე ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

20 აპრილი, 2019 , 14:33

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს. „წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 აპრილი, 2019 , 12:04

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რ

კორპუსის მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მეზობლების თქმით, შუახნის ქალი ერთ-ერთი კორპუსის

ზუგდიდში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

19 აპრილი, 2019 , 10:33

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს

აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს - ირაკლი ლექვინაძე

17 აპრილი, 2019 , 17:29

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 -მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. ირაკლი ლექვი

ოპოზიცია ხელისუფლებას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

15 აპრილი, 2019 , 15:20

ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს. ამის შესახებ „რუსთავი2“ იტყობინება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019