უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 დეკემბერი, 2018 17:15
font-size

აჭარის ტურისტული პროდუქტები ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი აქტიური გამოფენაა მსოფლიოში. მასში ასობით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს სტენდი გამოფენაზე პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულა.

პოლონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ვარშავის ტურისტული გამოფენის გარდა კატოვიცესა და ვროცლავის ტურისტულ გემოფენებზე უწევს. გარდა ამისა, ანხორციელებს აქტიურ ონლაინ და გარე რეკლამას პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, ორგანიზებას უწევს პრესს და ინფოტურებს, რის შედეგადაც აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები პოლონურ მედიაში ქვეყნდება. მათ შორის გამორჩეულია National Georgrapic Traveler- ის სტატიები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ. რეგიონის რეკლამირება პოლონეთში სამომავლოდაც გაგრძელდება.

გორის სოფლებში მოსავალი მთლიანად განადგურდა

25 მაისი, 2019 , 21:06

შიდა ქართლში ძლიერი წვიმა მოვიდა, რასაც სეტყვა მოყვა. თხილის მარცვლის ზომის სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. მინდვრები მოგლეჯილი ნაყოფითა და კვირტებითაა გადამწვანებული. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გამყოფ

ჭიათურაში მაღაროელების აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ

25 მაისი, 2019 , 17:15

ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც უკვე მეცხრე დღეა შიმშილობენ, ტყიბულელმა მეშახტეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. რამდენიმე ათეული მეშახტე დღეს ჭიათურაში ჩავიდა და საპროტეტსო აქციას შეუერთდა. „ჩვენ, ტყიბულელი მეშახტები შე

ბიუროკრატიის გამო ბიზნესი ყველაზე ხშირად შუამდგომლობას ბათუმის მერიასთან გვთხოვს - ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში

25 მაისი, 2019 , 13:00

ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში ტარიელ გიორგაძემ მონაწილეობაა მიიღო აჭარის ა/რ მთავრობისა და ადგილობრივი ბიზნესის შეხვედრაში. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს გაეცნოთ აჭარის

საპროტესტო აქციამ მთელი ქალაქი მოიცვა - ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება

25 მაისი, 2019 , 13:00

მეცხრე დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. შიმშილობას განაგრძობს 15 მაღაროელი, სამ მათგანს კი პირი აქვს აკერილი. საპროტესტო აქციამ დღეს უკვე მთელი ქალაქი მოიცვა. მოშიმშილეები და ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლე

`არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ცოცხლები ვართ` - ჭიათურაში პროტესტმა მასშტაბური ხასიათი მიიღო

24 მაისი, 2019 , 16:45

ჭიათურაში პროტესტმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ქალაქში ყველა მაღარო გაჩერებულია. სამსახურში გასვლაზე ისევ უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩე

ბათუმში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

24 მაისი, 2019 , 15:15

აჭარის მთავრობის ორგანიზებით, ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის აჭარაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიების მო