უკან

რეგიონები

11 აპრილი, 2018 14:00
font-size

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „LEISURE 2018” მიიღო მონაწილეობა. აჭარის ტურისტული პროდუქტები დეპარტამენტმა გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა, სადაც ქვეყნისა და რეგიონის შესახებ ვიზიტორებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება 4 დღის განმავლობაში შეეძლოთ.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები ბელარუსიის ტურიზმის სამინისტროს, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს. საქართველო ბელარუსიისთვის ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც ბელარუსი მოგზაურების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

„ჩვენ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ბევრი მიმართულებით, მათ შორისაა ტურიზმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის კუთხით ბელარუსში დაგეგმილი სარეკლამო აქტივობები, რადგან პოტენციურ ტურისტებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება კიდეც ბელარუსი მოგზაურების რაოდენობა. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს 47,988 ბელარუსი სტუმრობდა, რაც 29%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ რეიტინგულ მედიასაშუალებებთან და ტურისტულ კომპანიებთან ბელარუსში და ბუნებრივია, წელსაც ჩვენი პოტენციური ტურისტები ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული სააგენტოები მონაწილეობდნენ. მიმდინარე წლის ბოლომდე აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაიცნობენ.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი