უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 მარტი, 2017 14:35
font-size

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტმა გასვლითი შეხვედრა ხულოში გამართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტმა გასვლითი შეხვედრა ხულოში გამართა.

შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ სფეროში არსებული 2017 პროგრამები გააცნო საბჭოს წევრებს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.

მათ მოისმინეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და ადგილობრივებს მის მოგვარებას დაპირდნენ.

მინისტრმა ისაუბრა გამოწვევებზეც და აღნიშნა, რომ მთავარია მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება არსებული პროგრამების დაფინანსების თაობაზე.

,,ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტში და საკითხი იყო სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის მუშაობის შეჯამება და დაგეგმილი პროგრამები 2017 წელს. ჩვენ დეტალურად გავაცანით ინფორმაცია და მთავარი პრინციპი იყო სწორედ ის, რომ დამსწრე რწმუნებულები, სოფლის წარმომადგენლები და ექიმები, ყოფილიყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი პროგრამის მიმდინარეობის შესახებ’’, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

თავის მხრივ, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ზაზა ოქუაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროში გაუმჯობესების ერთ-ერთი მაჩვენებელია ის, რომ პროფილაქტიკური მიზნით მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება სოციალურად დაუცველი ფენისთვისაც კი, ხელმისაწვდომი გახდება.

მისი თქმით, გამოკვლევები დააზღვევს ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდგომი გართულებებისგან.

,,ეს იყო ნამდვილად გაუმჯობესებული წინა წლებთან შედარებით. გაუმჯობესების ერთ-ერთ დამახასიათებელს გამოვყოფდი იმას, რომ პროფილაქტიკური მიზნით რაც მიუღწევადი იყო ადრე სოციალურად დაუცველი ფენისთვის - უმაღლესი ტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, უკვე იქნება მისაწვდომი.

ძალიან საინტერესო ფაქტორია, იმიტომ, რომ ეს დააზღვევს, ფაქტობრივად დაზღვევის პროცესს გაზრდის და პროფილაქტიკური იქნება იმიტომ, რომ არ განვითარდეს დაავადებები და არ მიიღოს შემდგომ ბევრ შემთხვევაში როგორც ხდება ხოლმე, ლეტალური შედეგები.

მთლიანობაში ხარჯიც შემცირდება, იმიტომ, რომ არ წავა გართულებისკენ’’, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის კომიტეტის მსგავსი გასვლითი სხდომების ჩატარება და რაიონში ადგილზევე პრობლემების და შეთავაზებების მოსმენა.

,,ჯანდაცვის კომიტეტის მუშაობს ამაზე, ზრუნავს. ძალიან კარგია ასეთი გასვლითი სხდომა, რომ თვითონ რაიონში ხდება და ხდება განმარტება, ახსნა. მე მოვისმინე ბევრი გამგებლის მიერ, წარმომადგენლის მიერ პირობები, პრაქტიკული შემოთავაზებები და ყურადსაღები მოთხოვნები. ასე რომ მუშაობა მიდის. უნდა გავაკეთოთ მეტი, როგორც ჯანდაცვის კომიტეტმა’’, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი