უკან
რეგიონები
19 დეკემბერი, 2016 15:50
აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მტავრპობის ახალი შემადგელობა 14 ხმით დამტკიცდა. სამთავრობო გუნდის დასამტკიცებლად დეპუტატთა 11 ხმა იყო საჭირო.
უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 14-მა მიიღო და ყველა მათგანმა აჭარის მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ცვლილება მხოლოდ ორ უწყებას შეეხო; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ინგა შამილიშვილი, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრობის კანდიდატად ზაალ მიქელაძე დამტკიცდა.
რაც შეეხება რამაზ ბოლქვაძეს, ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს. თანამდებობაზე დარჩა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე.
ნინო ექვთიმიშვილი