უკან

პოლიტიკა

21 მარტი, 2019 15:25
font-size

ადა მარშანია თეა წულუკიანს: შეიძლება ეს ადამიანი იუსტიციის მინისტრი იყოს?... არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, ასეთი მანერით, სიტყვებით და ასეთ არგუმენტაციით ჩემთან საუბარი

გუშინ, აშკარად გამოჩნდა აქ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ, წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ ეს უბედურება, რაც მივიღეთ, რაც სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმის, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და თქვენ ხელებს იბანთ ჩვენ წინაშე, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს.

მარშანიამ თეა წულუკიანს "უნამუსო" უწოდა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის თქმით, იუსტიციის მინისტრის მოხსენება პარლამენტში ფარისევლური იყო.

„თქვენი პასუხების დროს გაურკვევლად ვიგრძენი თავი. თქვენ მე რაღაც საკითხებში ჭკუაც რომ გასწავლოთ, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობის და პასუხების გარეშე. თქვენი გუშინდელი მთელი დღის ნარცისობა ვიხილეთ ჩვენ. თურმე იუსტიციის დარგში რამე მიღწევა თუ არის, თქვენი დამსახურებაა, მე ეს მიხარია, აღვნიშნე კიდევ მაგრამ თურმე, კომპლიმენტის, შექების, კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ," - განაცხადა ადა მარშანიამ.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის თქმით, თეა წულუკიანი ცდილობს, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

"რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი. ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე მთავარი გკითხეთ გუშინ, აშკარად გამოჩნდა აქ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ, წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ ეს უბედურება, რაც მივიღეთ, რაც სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმის, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და თქვენ ხელებს იბანთ ჩვენ წინაშე. მე თქვენ დაგაბრალეთ იმ ავბედითი სიის შემოტანა პარლამენტში? არ დამიბრალებია. თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ თავს იქნევთ სამთავრობო ლოჟიდან, რა უნდა ელაპარაკო ასეთ უნამუსო ადამიანს. შეიძლება ეს ადამიანი იუსტიციის მინისტრი იყოს?... არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, ასეთი მანერით, სიტყვებით და ასეთ არგუმენტაციით ჩემთან საუბარი, ქალბატონო მინისტრო. კარგად დაიმახსოვრეთ ეს," - განაცხადა ადა მარშანიამ.

საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ - ირაკლი კობახიძე

17 ივნისი, 2019 , 16:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბულგარეთ

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს

17 ივნისი, 2019 , 15:56

მსოფლიო ბანკი განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,

„ოცნება“ თავისი პოლიტიკით რუსეთს აძლიერებს - ლევან სამუშია

17 ივნისი, 2019 , 15:35

„ქართული ოცნება“ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით აძლიერებს რუსეთს საქართველოში და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, რათა საქართველოში აღმოცენდნენ რუსეთის მიერ მართული სკინჰედური ორგანიზაციები, - ასე აფასებს „თავი

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები - პრემიერი

17 ივნისი, 2019 , 15:20

აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო - მამუკა ბახტაძე

17 ივნისი, 2019 , 15:20

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტ

ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

17 ივნისი, 2019 , 14:37

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკო-ში გამართულ სხდომაზე, შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა მოაწერეს ხელი. საქართველოს