კომენტარი


ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია - მაია ბუწაშვილი
სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა დღევანდელ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„სტატისტიკა მართლაც ძალიან ცუდია. მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია და ახლა მთელი ჩვენი ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს რესურსი გონივრულად გამოვიყენოთ. ადამიანებმა თვითონ უნდა გააცნობიერონ, თუ ექიმი ეუბნება, რომ აუცილებელი არ არის სტაციონარი, ნუ ცდილობენ საავადმყოფოში შემოვლითი გზებით მოხვედრას და ასეთი არაერთი შემთხვევაა. ეს მდგომარეობა სწრაფად უნდა გამოსწორდეს. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ადამიანები ისევ ისე წარმატებით იკრიბებიან, იხდიან წვეულებებს, დაბადების დღეებს. თავშეყრები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. როგორღაც ვირუსი უნდა შევაკავოთ“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი
15 იანვარი, 2021 , 14:10

ნატო ჩხეიძე: ცდილობს თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა ორი-სამი ადამიანის კავშირებით
13 იანვარი, 2021 , 18:38

ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა - გიგი უგულავა
13 იანვარი, 2021 , 16:25