უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2020 17:10
font-size

ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ -მაია ცქიტიშვილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა სესხების გადავადებაზე უარი განაცხადეს და თავიანთ მსესხებლებს შეღავათეაბი არ შესთავაზეს.

ამასთან დაკავშირებით დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სესხების გადავადება მთავრობისა და საფინანსო სექტორის ერთობლივი ინიციატივა იყო და მას ვერანაირი ძალადობრივი ხასიათი ვერ ექნება.

მისი თქმით, მთავრობას შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაიაზრონ არსებული ვითარება და იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა.

"სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ამ ორგანიზაციებმა შეიძლება გააკეთონ. რა თქმა უნდა, ყველა იცავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებს, მაგრამ მოდით დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც ხვალ და ზეგ გახდებიან თქვენი ბიზნესის მომხმარებლები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის მათი კლიენტურა და იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ ამ ადამიანებს, მომავალში ისინი აირჩევენ სხვა უფრო საიმედო, სანდო ან უფრო პასუხისმგებლიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ასე რომ, ამ ორგანიზაციებს შესაძლოა მომავალში რეპუტაციული რისკებიც კი ჰქონდეთ. ამიტომ ყველამ ერთად გავიაზროთ რომ, ვართ საკმაოდ რთულ ვითარებაში, ეს არ არის ჩვეულებრივი კრიზისი, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, ბიზნეს-საქმიანობაც და ძალიან ბევრი ახალი გამოწვევის და გლობალური ცვლილების წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ კანონი და დაწესებული შეზღუდვები - გიორგი გახარია

3 დეკემბერი, 2020 , 12:30

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები, - ა

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 21 655 შემთხვევა არის

3 დეკემბერი, 2020 , 11:55

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ,

საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 დეკემბერი, 2020 , 11:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულ

საქართველოს ბანკი The Banker-ის მიერ საქართველოში წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

3 დეკემბერი, 2020 , 11:55

საერთაშორისო გამოცემა The Banker- მა საქართველოს ბანკი „Bank of the Year Awards 2020” -ის გამარჯვებულად დაასახელა. ჯილდო ბანკს ქვეყნის მასშტაბით წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში მიენიჭა. მსოფლიოს წამყვანი ბა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

3 დეკემბერი, 2020 , 11:25

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

3 დეკემბერი, 2020 , 11:25

საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრ