უახლესი ამბები
- 19.02.2019 14:10„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება
- 19.02.2019 14:10საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა
- 19.02.2019 14:10ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან
- 19.02.2019 13:05რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
- 19.02.2019 12:50იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა
- 19.02.2019 12:50კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს
- 19.02.2019 12:34არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ივანე მაჭავარიანი
- 19.02.2019 12:26რა მისწერა მამუკა ხაზარაძემ თანამშრომლებს
- 19.02.2019 12:15თბილისის საკრებულომ და რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა მემორანდუმი გააფორმეს
- 19.02.2019 12:15დღეიდან, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია
არქივი
პოლიტიკა


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივ დასჯას
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს დეპუტატ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდება.
სპეციალურად ამ საკანონმდებლო პროექტისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ საპატრიარქოსა და სხვა კონფესიების წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის ინიციატივას იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ის გადამუშავდება.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებში ბალანსის დაცვა იქნება საჭირო, რომ რელიგიური და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.
„ბოლო პერიოდში ფაქტები ვიხილეთ, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაცია საპატრიარქოსთანაც მქონდა. მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩენისთვის ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია, რასაც ვემიჯნები და ვგმობ. ვფიქრობ, გარკვეული სამუშაო ჩასატარებელია და საკითხები სამართლებრივ რეგულაციებშია მოსაქცევი ისე, რომ რელიგიური და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. ბალანსის დაცვა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრ ქვეყანაშია“, – განაცხადა კილაძემ.
კვიციანის ინიციატივის მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.
საკვანძო სიტყვები:

„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება
19 თებერვალი, 2019 , 14:10

კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს
19 თებერვალი, 2019 , 12:50

ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს - სალომე ზურაბიშვილი
19 თებერვალი, 2019 , 10:10

სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში მიღებაზე უმასპინძლეს
19 თებერვალი, 2019 , 10:10

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39