უახლესი ამბები
- 16.04.2021 22:35“სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე მივიღე უარი” - პროკურატურამ ნიკა გვარამია ავსტრიაში სამკურნალოდ არ გაუშვა
- 16.04.2021 22:19აქტივისტებმა მუმლაძის გირაოს თანხა ააგროვეს - ოცნების ოფისთან დაკავებულმა საპატიმრო დატოვა
- 16.04.2021 22:05გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა
- 16.04.2021 20:57სახალხო დამცველი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას შეისწავლის
- 16.04.2021 19:56ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა
- 16.04.2021 19:42„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს
- 16.04.2021 19:23დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა აუცილებელია - მამუკა ხაზარაძე
- 16.04.2021 19:14დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 16.04.2021 18:05ხელისუფლება მის მიერ მუდმივ მარგინალიზების პროცესში მყოფ ოპოზიციას `ნამუსზე` ვერ შეაგდებს - გოჩა მირცხულავა
- 16.04.2021 17:50რას ითვალისწინებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი
არქივი
პოლიტიკა


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღის წესრიგის დამტკიცება დისკუსიის ფონზე წარიმართა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრმა, სერგო რატიანმა დამატებით განსახილველ საკითხად, ბათუმში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობა მოითხოვა და აღნიშნული კომიტეტის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივი სხდომის გამართვა ითხოვა.
სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გედევან ფოფხაძემ ოპოზიციონერ კოლეგას საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვა შესთავაზა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა იმ პირთა წრის დაკონკრეტება და მოწვევა, რომლებიც ბათუმის მოვლენებზე ინფორმაციას წარმოადგენდნენ და საკითხის სრულყოფილად წარმოჩენას შეძლებდნენ. აღნიშნული შეთავაზება სერგო რატიანმა მიუღებლად მიიჩნია, რასაც კომიტეტის სხდომაზე დისკუსია მოყვა. საბოლოოდ კომიტეტმა მუშაობა დღის წესრიგის შესაბამისად გააგრძელა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადებითად შეაფასა. გასული წლის საქმიანობის ანგარიში, კომიტეტის წევრებს, პრეზენტაციის სახით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა მელიტონ ბენიძემ გააცნო. მომხსენებელმა პრეზენტაციის დასაწყისში 2005-2015 წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგები შეაჯამა და იმ გამოწვევებსა და წარმატებებზე ისაუბრა, რასაც სამსახურმა აღნიშნულ პერიოდში მიაღწია. რაც შეეხება უშუალოდ 2016 წლის ანგარიშს - მელიტონ ბენიძის ინფორმაციით, იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამსახურის მიერ არაერთი ღონისძიება განხორციელდა.
„სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების ფარგლებში, გასულ წელს სამსახურმა სამოქალაქო სპეციალიზაციის 18 ადვოკატის რეკრუტირება განახორციელა. თბილისის ბიუროში 5 ახალი ადვოკატი, ქვემო ქართლის და იმერეთის ბიუროებში 2-2, დანარჩენ ბიუროებში კი 6 ახალი ადვოკატი დასაქმდა“, - განაცხადა სამსახურის უფროსმა. მანვე იურიდიული დახმარების რეგიონული ბიუროების და სერვის ცენტრების გახსნის და იქ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა წარმოადგინა და რეგიონის მოსახლეობისთვის მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
იურიდიული სამსახურის საქმიანობის პრეზენტაციისას, მელიტონ ბენიძემ უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, სამსახურის პრიორიტეტები, როგორიცაა მისი დამოუკიდებლობა, გამჭვირვალეობის და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, უცვლელად რჩება, თუმცა ამ ყოველივეს შესასრულებლად აუცილებელია იურიდიული დახმარების საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კოორდინირებული ძალისხმევა.
იურიდიული სამსახურის საქმიანობა და წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს და მის ცნობად მიღებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა
16 აპრილი, 2021 , 22:05

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს
16 აპრილი, 2021 , 19:42

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა აუცილებელია - მამუკა ხაზარაძე
16 აპრილი, 2021 , 19:23
ხელისუფლება მის მიერ მუდმივ მარგინალიზების პროცესში მყოფ ოპოზიციას `ნამუსზე` ვერ შეაგდებს - გოჩა მირცხულავა
16 აპრილი, 2021 , 18:05
რას ითვალისწინებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი
16 აპრილი, 2021 , 17:50

თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ან მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, მზად ვართ ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნებთან დაკავშირებით განვიხილოთ - არჩილ თალაკვაძე
16 აპრილი, 2021 , 17:50