უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 14:40
font-size

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის საქმიანობის კრიტიკა საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტისადმი - ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე ევროპაში ადამიანის უფლებათა მდგრადი გარემოს დაცვისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის საქმიანობა ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ობიექტები გახდა, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ გაეროს პარიზის პრინციპების შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის დაარსება წარმოადგენს ინდიკატორს იმისა, თუ რამდენად ეფექტურად ასრულებენ მთავრობები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი მოუწოდებს ყველა ევროპულ ქვეყანას, შექმნას ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტი.

ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს აქვთ უნიკალური უნარი შეაფასონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო, ევროპული თუ შიდა სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვასთან დაკავშირებული საჭიროებები და გამოწვევები. მათი მანდატი და უფლებამოსილება მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ დიალოგი მთავრობებთან და პარლამენტებთან და გასცენ რჩევები საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესრულების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტების, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი სამართლებრივი ან კონსტიტუციური მანდატის მქონე საჯარო ინსტიტუტების, დამოუკიდებელი ფუნქციონირება უზრუნველყოფილია მათ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაცვით. ფართო მანდატი მათ აძლევს საშუალებას დამოუკიდებელი ექსპერტის რჩევები მიაწოდონ მთავრობებს, პარლამენტებსა და საზოგადოებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებები უკეთ თავიანთ ეროვნულ კონტექსტში. მათ ასევე უფლება აქვთ მთავრობებს მოთხოვონ ანგარიში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი მოუწოდებს ევროპის ქვეყნების მთავრობებს, სათანადო ყურადღებით მიუდგნენ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის გაძლიერების შესახებ.

ევროპაში დემოკრატიული სივრცის შემცირება, მზარდი უთანასწორობა, დისკრიმინაცია და უნდობლობა ინსტიტუციების, მექანიზმებისა და ქმედებების მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ჩათვლით, კიდევ უფრო ზრდის ადამიანის უფლებათა ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების არსებობის საჭიროებას.

პარიზის პრინციპების თანახმად, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს აქვთ უფლებამოსილება, წარუდგინონ სახელმწიფო ორგანოებს თავიანთი მოსაზრება „ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიან“, და ამაში სრულიად დამოუკიდებელი არიან. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია 33/15 კი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ზეწოლის, ფიზიკური დაშინების და შევიწორებისგან. გასაგები და მოსალოდნელია, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ქმედებები და განცხადებები შესაძლოა შეიცავდეს მთავრობის მიმართ კრიტიკულ ან არაპოპულარულ ინფორმაციას, რადგან მათი მანდატი სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და იმ სფეროებზე ყურადღების გამახვილებაა, სადაც ადამიანის უფლებები გაუმჯობესებას საჭიროებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები, მათი ანგარიშები და მათი სამართლებრივი საფუძვლები, ასევე ინსტიტუტები ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფო ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ობიექტები ხდებიან, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას როგორც ინსტიტუტების, ასევე კონკრეტული პირების მიმართ, როგორც ეს არის მაგალითად საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში.

დღევანდელ რთულ დროში და გარემოში საჭიროა სოლიდარობა და თანამშრომლობა. ერთობლივად და ცალცალკე, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები აძლიერებენ ძალისხმევას საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რათა ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დამცველების საერთაშორისო მხარდაჭერას მთელ ევროპაში და თავიანთ ქვეყნებში. ეს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ის საფრთხეები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ფუნქციონირებაზე.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი მოუწოდებს მის წევრებს, გააგრძელონ სხვა უფლებადამცველების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როდესაც მათ ემუქრებათ რაიმე საფრთხე, იქნება ეს სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული შეზღუდვები, სასამართლო სანქციები თუ შევიწროება, დისკრედიტაცია, დაშინება თუ ფიზიკური ძალადობა. ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, როგორც შუმავლის როლის შემსრულებლებს, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის ერთმანეთის მხარდაჭერას.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი განაგრძობს საფრთხის ქვეშ მყოფი წევრების მხარდაჭერის გაძლიერებას. ქსელი ასევე მოუწოდებს თავის წევრებს, გააგრძელონ ერთმანეთისა და ადამიანის უფლებათა სხვა დამცველების მხარდაჭერა საფრთხის შემთხვევაში, მათ შორის ორმხრივი და კოლექტიური მხარდაჭერით.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი აერთიანებს ადამიანის უფლებათა 41 ეროვნულ ინსტიტუტს. ქსელის მისიაა ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები ევროპის მასშტაბით. ქსელი მხარს უჭერს ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებების განვითარებას შემდეგი ქმედებებით: გასცემს რჩევებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებების შექმნისა და აკრედიტაციის შესახებ, კოორდინაციას უწევს წევრთა შორის ინფორმაციის და დადებითი პრაქტიკის გაცვლას, ზრუნავს უნარ-ჩვევების გავნითარებაზე და ორგანიზებას უწევს ტრენინგებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებების მუშაობის მეთოდოლოგიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ხელს უწყობს სოლიდარობის გაძლიერებას ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, უზრუნველყოფს საფრთხის ქვეშ მყოფი ინსტიტუტების მხარდაჭერას და ხელ უწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტების ჩართულობას რეგიონულ და საერთაშორისო მექანიზმებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ მიზანია პირველ რიგში, სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, მეორე - მოქალაქის და კომპანიის დახმარება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, მესამე - კომპანიების გადარჩენა კრიზისის პერიოდში - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 18:56

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება სერიოზული ზეგავლენა, ეკონომიკური პარამეტრების შემცირება, ჩვენ ვიმუშავეთ და ერთად დავადასტურეთ, ჩვენს საერ

მთავრობა ვერ გამოვა ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 17:55

მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დი

მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებული ვიქნებით - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 17:50

მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის

უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 17:40

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს ასრულებს და მოსახლეობისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. „მნიშვნელოვანი ციფრი, რომელიც ალბათ, დაგაკლდათ, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი იყო

ეროვნული ბანკი ლიცენზირების მიღების ვადას ახანგრძლივებს

27 მაისი, 2020 , 17:36

საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხო სამუშაო პროცესის სრულად აღდგენამდე, ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების ვადას ორი თვით ახანგრძლივებს. აღნიშნული ეხება ყველა ტიპის არასაბანკო სა

„ჯორჯიან ეარვესი“ ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

27 მაისი, 2020 , 16:50

მიმდინარე წლის ივნისში ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრც