უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 აპრილი, 2018 17:20
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული არასრულწლოვნის, დავით სალარიძის ოჯახის ინტერესებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დახურულია, რის გამოც საქმის სასამართლო განხილვის თაობაზე საზოგადოება მოკლებულია სრულყოფილ ინფორმაციას.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ერთგვარ პრაქტიკად დამკვიდრდა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეები ან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს ან მხარეებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი და საქმის დეტალებზე საუბარს ვერ ახერხებენ.

,,ასეთ ვითარებაში, მედია კულუარულად იღებს და ავრცელებს ინფორმაციას, რაზეც საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს.

სხვა გახმაურებული საქმეებისგან არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლო პროცესი იმით განსხვავდება, რომ პროცესი ავტომატურად იხურება და საქმე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად იმართება. ეს კი პრაქტიკულად გამოიცხავს საქმეზე ეფექტიან საზოგადოებრივ კონტროლს.

ბოლო დღეებში მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკითხულ მოწმე მ.კ -ზე შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის მხრიდან. მედია ეყრდნობა კონფიდენციალურ საინფორმაციო წყაროს, რომლის თანახმად, მას შემდეგ, რაც მ.კ.-მ სასამართლო დაკითხვისას მის მიერვე წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები რადიკალურად შეცვალა, მასთან სახლში ბიძა, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი მივიდა და შეცვლილი ჩვენების გამო პასუხი მკაცრად მოსთხოვა. სუბელიანი მ.კ.-ს ოჯახში ორ პროკურორთან ერთად იმყოფებოდა და მ.კ.-სგან 13 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ჩვენების კიდევ ერთხელ შეცვლა მოითხოვა.

დაზარალებული და ბრალდებულების ადვოკატებიც ადასტურებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომებზე საქმის მთავარმა მოწმემ ჯერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა და მასზე და მის ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის ფიზიკურ ზეწოლაზე ალაპარაკდა, ამის შემდეგ კი სასამართლოს ერთ-ერთ წინა სხდომაზე მიცემული ჩვენებაც შეცვალა.

სასამართლო პროცესების მიმდინარეობა ცხადყოფს, რომ საგამოძიებო ორგანომ, დაუდგენელი მიზეზით, საქმე სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოიძია და სასამართლოს საქმე არასრულად გამოძიებული გადასცა განსახილველად. სწორედ ეს გარემოება იწვევს ყოველ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ გამოძიებაში მიცემული შვენებების შეცვლას, რასაც პროკურატურა ცდილობს, ჩვენების დაზუსტებად განმარტოს. ეს გარემოებები კი მოწმეთა ჩვენებების ბუნდოვანებაზე მეტყველებს და დაზარალებული მხარისა და საზოგადოების სამართლიან უნდობლობას იწვევს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დროის უმოკლეს ვადაში შეისწავლოს, ვინ და რა სახით ცდილობდა საქმის მთავარ მოწმეზე ზეწოლას“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი