უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ოქტომბერი, 2017 12:10
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, შეწყვიტოს ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებზე ზეწოლა

დღეს 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარა. იგი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. ციანიდის საქმეში ჩართული ადვოკატების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის ჯერ პროკურატურაში, შემდგომ კი მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას, რომ არ შეიძლება, ადვოკატი მოწმედ დაიკითხოს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ის მონაწილეობდა როგორც ადვოკატი, რასაც ადვოკატთა შესახებ კანონის 38.3 მუხლი და სსსკ 50-ე მუხლი განმარტავს.

ადვოკატთა შესახებ კანონის 38.6 მუხლისა და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან/და მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს. ამასთან, მნიშვნელოვანია ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების გათვალისწინება. კერძოდ, მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორციელება დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე

უშუალოდ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი პირველივე დღიდან მოითხოვდა მთავარი პროკურატურისაგან, გაეთავისუფლებინა დაკავებული დეკანოზი და მისი ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულებისაგან, რადგან ეს ვალდებულება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა დაცვის მხარეს.

ადვოკატების მიმართ პროკურატურის მხრიდან განხორციელებული საპროცესო მოქმედებები, იმ დროს, როცა ადვოკატებს თავიდანვე ჰქონდათ აკრძალული საქმეზე ინფორმაციის გახმაურება, ხოლო პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ საქმის მასალების მასმედიით არაერთხელ გასაჯაროებას, შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც დაცვის მხარის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებულია, თავადაც დაიცვას ინფორმაცია გახმაურებისაგან. გაუთქმელობის ხელწერილი არ უნდა აყენებდეს არათანაბარ მდგომარეობაში მხარეებს და არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ მიუკერძოებელ სამართალწარმოებას.“

მიგვაჩნია, რომ პროკურატურის ხელთ არსებული საპროცესო შესაძლებლობების გამოყენებით ხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებზე ზეწოლა, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის პრინციპს და მართლმსაჯულების ინტერესებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას და პროკურატურას, გაიაზროს ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო რეგულაციებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობა ზეწოლისა თუ რაიმე სახის უკანონო ჩარევის გარეშე.“ -ნათქვამია განცხადებაში.

ძარცვისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

20 თებერვალი, 2019 , 13:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვისთვის ბრალდებული რ.ბ. დამნაშავედ ცნო.სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინ

01 იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოვლინდა

20 თებერვალი, 2019 , 11:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 01 იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოავლინეს. ამავე პერიოდშ

პოლიციამ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატის გაქურდვის ფაქტი გახსნა

20 თებერვალი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბ

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმიდან მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის აცილებაზე სასამართლოს მიმართავს

19 თებერვალი, 2019 , 16:40

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთი მსხვილი ქართული ბიზნეს-კომპანია „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის, თეა ძ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

19 თებერვალი, 2019 , 16:25

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა ,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნა

ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელთა გადამზადება იწყება

19 თებერვალი, 2019 , 15:50

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტ