უკან

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2017 12:40
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას შეისწავლის

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი და მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის #62 ბრძანებით შეიქმნა.

როგორც “მედიანიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, ადამიანის უფლებათა ცენტრს მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ადამიანის უფლებათა ცენტრს წარმოებაში აქვს 25 საქმე, რომლებიც პატიმართა წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და იძულებას ეხება. მათ შორისაა ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეები, რომელთა გამოძიებაც ახალ დეპარტამენტში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს. ორგანიზაციის ადვოკატები მონაწილეობენ დაკითხვებში, რომელიც ახალ დეპარტამენტში იმართება, ასევე, სასამართლო პროცესებზე წარმოადგენენ დაზარალებულების ინტერესებს.

კვლევის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი დეპარტამენტის მუშაობას სხვადასხვა მეთოდით შეაფასებს. მონიტორინგი განხორციელდება მთავარი პროკურატურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, პროკურორებთან, ადვოკატებთან და მოსამართლეებთან გასაუბრებითა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის გზით. პროექტის მიმდინარეობისას ორგანიზაცია დააკვირდება განაჩენების გადასინჯვის სასამართლო განხილვებს. ასევე - აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“.

კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირებას ადამიანის უფლებათა ცენტრი და კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ განახორციელებს საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, პროკურატურის ორგანოებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან.

პროექტი „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრმა მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

20 სექტემბერი, 2018 , 10:50

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ქართული წარმოშობ

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება

19 სექტემბერი, 2018 , 17:55

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება. ამის შესახებ ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრისას გახდა ცნობილი. „წლის ბოლომდე შეზღუდ

ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა - მამუკა ბახტაძე

19 სექტემბერი, 2018 , 17:55

მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც; ვფიქრობ, ყველა ქართველს ეს ემოცია აერთიანებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართვ

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება - ეროვნული ბანკი

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები აქვთ, სესხის აღების პროცესი მარტივდება. ამას საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ოქტომბერში

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

19 სექტემბერი, 2018 , 16:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტისა და &bdq

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`