უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 მაისი, 2018 14:35
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტების შესწავლას მოითხოვს

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სიუჟეტში ცალსახად და დადასტურებულად იკვეთება ცალკეული პირების დანაშაულებრივი ქმედებები.

,,კერძოდ, გამოქვეყნებული ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი დანაშაულის შემდეგ, სიუჟეტში ნახსენები პირები აქტიურად ცდილობდნენ, გაენადგურებინათ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია მძიმე დანაშაულის შესახებ, სიუჟეტში ნახსენებმა დამალეს დანაშული. უფრო მეტიც - ცდილობდნენ გადაემალათ დანაშაულის ჩამდენი პირები, მათი პასუხისგებიდან არიდების მიზნით.

მ.კ.-ს სახლთან არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერებიდან ნათლად დასტურდება, რომ შემთხვევის შემდეგ პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი იმყოფებოდა მ.კ.-ს ოჯახში. მას შემდეგ, რაც იგი ტოვებს ამ ოჯახს, დაახლოებით ერთ წუთში ეზოდან გადის ავტომანქანა, რომელშიც მ.კ. და ერთ-ერთი ბრალდებული იმყოფებიან. აღნიშნული ადასტურებს მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობას დამნაშავე პირების დამალვასა და პასუხისმგებლობის მათთვის არიდების გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში.

კიდევ ერთი პირი, რომლის სავარაუდო მონაწილეობაც იკვეთება აღნიშნულ საქმეში გიორგი თურქიაა. მისი ავტომანქანაც არაერთხელ ფიგურირებს კადრებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, გარდაცვლილი დავით სარალიძის მამამ - დაზარალებულმა ზაზა სარალიძემ წერილობით მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა, სასწრაფო რეაგირება მოახდინოს „შაბათის კურიერში“ გასულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრში.“

აქვე, ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დაკითხოს მირზა სუბელიანი.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

16 იანვარი, 2019 , 17:49

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუნჯუა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ხმების რაოდენობით, მეორე ადგილი ირმა ჭკადუამ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ხუნჯუა 2 წლ

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია 2 პირი

16 იანვარი, 2019 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ. ა. განზრახ მ

EMC დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თვითნებურ პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

16 იანვარი, 2019 , 12:46

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს პირისთვი

სუსმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

16 იანვარი, 2019 , 10:34

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს

საპროკურორო საბჭო დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

16 იანვარი, 2019 , 10:20

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფარული კენჭისყრით და სხდომაზე დამსწრეების ხმათა უმრავლესობით სა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

15 იანვარი, 2019 , 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირები - დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`