უკან

საზოგადოება

23 დეკემბერი, 2016 15:05
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის №67-ე სკოლის დირექტორისა და პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას. არასამთავრობო ორგანიზაცია მინისტრს მოუწოდებს, გაატაროს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტოს ქ. თბილისის №67-ე სკოლის დირექტორს და ამავე სკოლის პედაგოგს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის დამრიგებელს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს მოქალაქეს, რომელიც ითხოვს მისი შვილისთვის განათლების სრულფასოვანი მიღებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფროსკლასელ რ.ი.-ს აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. ამას თან ერთვის თანაკლასელთა მხრიდან სისტემატიური ფიზიკური და ვერბალური ძალადობა, რასაც ხელს უწყობს სკოლის დირექტორის, დამრიგებლისა და სხვა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, რ.ი.-ს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაუწესოს შეღავათები მისი სწავლისა და აღზრდისთვის აუცილებელი პირობების შესაქმენლად. თუმცა, რეალურად არ ხორციელდება ისეთი ძირითადი უფლების დაცვაც კი, როგორიცაა სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლეების უსაფრთხოება.

მთავარი პრობლემა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობაა. 2015 წლის დეკემბერში ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის, ი.შ.-ს განცხადების საფუძველზე, მშობლის თანდასწრებით გააფრთხილეს რ.ი.-ს თანაკლასელი, რათა შემდგომში აღარ მიეყენებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლასელისთვის შეურაცხყოფა და დაეცვა სკოლის შინაგანაწესი. ამის მიუხედავად, ძალადობა ისევ პერმანენტული ხასიათის იყო, კვლავ გრძელდებოდა რ.ი.-ს მიმართ ბულინგი.

2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისამდე მოსწავლე რ.ი. არ ცხადდებოდა სკოლაში, ვინაიდან მისთვის გაუსაძლისი იყო დაცინვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტად ყოფნა.

ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, შშმ ბავშვების მიმართ სახელმწიფომ ყველა ზომებს უნდა მიმართოს, რათა შშმ ბავშვები სხვა ბავშვების თანასწორად სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებითა და ყველა ფუნდამენტური თავისუფლებით. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 ნაწილით, მოსწავლეს უფლება აქვს, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. ამავე კანონის მე-20 მუხლით, სკოლა ვალდებულია, ძალადობის, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რ.ი.-ს უფლებებისა დასაცავად არ ხორციელდება არც საერთაშორისო და არც ეროვნული კანონმდებლობის დათქმა, ვინაიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის გამო ვერ აღიკვეთა მის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. ამის გამო რ.ი. სკოლაში თვეების განმავლობაში არ გამოცხადებულა. შედეგად დაირღვა მისი განათლების უფლება.

შშმ მოსწავლე რ.ი. დღესაც უარს ამბობს სკოლაში სწავლაზე, რისი მიზეზიც მის მიმართ განხორციელებული გაუსაძლისი დაცინვა და ფიზიკური შეურაცხყოფაა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი განათლების მინისტრისგან მოითხოვს, გატარდეს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდეს პირებს, რომლებიც უმოქმედობით მონაწილეობას იღებენ შშმ მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში’’, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

საია უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას

29 მაისი, 2020 , 20:25

საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშნასთან დაკავშირებით და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

29 მაისი, 2020 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე . "1921

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა

29 მაისი, 2020 , 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:32

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყ

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი