უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 ნოემბერი, 2016 16:40
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სახალხო დამცველთან მემორანდუმი გააფორმა

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს სახალხო დამცველთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

როგორც ორგანიზაციიდან მედიანიუსს აცნობეს, მემორანდუმის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2016 წლის 20 თებერვალს შესული ცვლილება მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის ხელშეწყობა, რათა დაცული იქნას მოწმეთა უფლებები და მოხდეს მოწმეებზე საგამოძიებო ორგანოებში ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, 10 აგვისტოდან ახორციელებს პროექტს - „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“, რომლის მიზანია მოწმის დაკითხვის ახალი წესის გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის საფუძველზე გამოვლინდება მოწმის დაკითხვის ახალი წესის დადებითი და უარყოფითი მხარეები. სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობა კი ხელს შეუწყობს კვლევის ეფექტურად განხორციელებას და მოწმეთა უფლებების დაცვას.

პრობლემების იდენტიფიცირების შემდგომ ადამიანის უფლებათა ცენტრი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელთა ადვოკატირებასაც განახორციელებს საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსთან, პრეზიდენტთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“.

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა შეეფარდა

13 ნოემბერი, 2025 , 16:22

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სას

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს - პროკურატურა

13 ნოემბერი, 2025 , 15:55

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილებ