უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 იანვარი, 2018 12:55
font-size

ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ კრიმინალთან ბრძოლაში ან შსს-ს რეფორმირებაში, ფასი არ ექნება - გიორგი გახარია

ზუსტად ერთი თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, საქართველოს პარლამენტში ჩვენ განვაცხადეთ და დავდეთ პირობა, რომ შსს-ს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას; ზუსტად ერთი თვის თავზე ვაკეთებთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში კრიმინალურ პოლიციას, ასევე შეეხება სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება.

,,უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეფორმების შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ეხება საგამოძიებო ინსტრუმენტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და რა თქმა უნდა, პრევენციას და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარდგენის ვადა დავიცავით, ისე დავიცავთ სხვა ყველა ვადას“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი დეპარატმენტის მნიშვნელობაზე საუბრისას, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე ნებისმიერ რეფორმას ფასი ეკარგება.

,,დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ კრიმინალთან ბრძოლაში ან შსს-ს რეფორმირებაში, ამას ყველაფერს ფასი არ ექნება. ეს არ გამოჩნდება უბრალოდ. ამიტომ, იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირველი ნაბიჯი სისტემის რეფორმირების დაგვეწყო ამ დეპარტამენტის შექმნიდან.

დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და კონკრეტული ამოცანები. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა, აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა და ამ ჭრილში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამართალდამაცავების კომპეტენცია, მათი ცოდნა და რა თქმა უნდა, გამოძიების ხარისხი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი. სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და სწორედ მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად იქმნება ეს დეპარტამენტი. დეპარტამენტმა უკვე დაიწყო თანამშრომლების მოძიების პროცესი. პროცესი არის ღია და მასში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს აბსოლუტურად ყველამ“, - განაცხად გახარიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დად

ნინო ლომჯარია შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

12 ნოემბერი, 2018 , 16:25

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია, თუ რა დროს მივა სახალხო დამცველი შსს-ში. ამასთან, რო

სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2018 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დ

სასამართლომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

12 ნოემბერი, 2018 , 13:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო. მთავა

ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

12 ნოემბერი, 2018 , 12:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გმირთა მოედანზე მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოძიება დაიწყო. როგორც მედიანიუსს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია ძაადობის ფაქტზე სისხლის სამართლის

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილი იქნება იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება - გიორგი გახარია

10 ნოემბერი, 2018 , 16:10

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილი იქნება იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც დამაკმაყოფილებელი იქნება საქმეში მონაწილე ყველა მხარისთვის. „ა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`