უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 იანვარი, 2019 16:00
font-size

`ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა` შს სამინისტროს სასამართლოში უჩივლა

"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა" შს სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. დავა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების საკითხს ეხება.

ასლანბეკ დადაევი საზღვრის გადმოკვეთას 2018 წლის 7 ნოემბერს ცდილობდა, თუმცა შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მას უარი უთხრა.

EMC მიიჩნევს, რომ უარი უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.

„გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. მხოლოდ ფორმალური მითითება არის, რომ ასლანბეგ დადაევი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ჩანაწერი და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში კრიტერიუმები, რა საფუძვლებით უნდა შემოვიდეს საქართველოში პირი არ არის გაწერილი. მნიშვნელოვანია ,რომ ეს საკითხები დარეგულირდეს,“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი დავით ბერძული.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია

23 იანვარი, 2019 , 10:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს

22 იანვარი, 2019 , 20:37

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილე

ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

22 იანვარი, 2019 , 15:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა

22 იანვარი, 2019 , 12:59

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გ

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე ფაქტების გამო მომჩივნების არაადამიანური მოპყრობის აკრძალვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

21 იანვარი, 2019 , 17:41

სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ საქმეზე – „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე – „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ&l

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურების განხილვა არ მოხდეს

21 იანვარი, 2019 , 17:09

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. „საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართვე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`