უახლესი ამბები
- 29.06.2022 18:44ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
- 29.06.2022 17:15ყვავებს გამოეყვნენ ქორები - რომან გოცირიძე `ოცნებიდან` წასულებზე
- 29.06.2022 17:08საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს - ირაკლი ღარიბაშვილი
- 29.06.2022 16:58ნუ აცდებით რეალურ სამიზნეს – დიმიტრი ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს - გია ხუხაშვილი
- 29.06.2022 16:46ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- 29.06.2022 16:11ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, იმისთვის, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული - კარლ ჰარცელი
- 29.06.2022 16:03მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსების საქმეზე იჩივლა და დაზარალებულის სტატუსს ითხოვს
- 29.06.2022 15:54სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
არქივი
საზოგადოება


ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული ტრენინგები იწყება. სწავლებას ითვალისწინებს პროექტი „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“, რომლის მიზანი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პროფესიონალთა გადამზადებაა.
ტრენინგები გამომძიებლების, პროკურორების, შრომის ინსპექტორების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და მსხვერპლებთან მომუშავე პერსონალისათვის ჩატარდება და დაეხმარება მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის დროულ გამოძიებას, დამნაშავეთა დასჯასა და მსხვერპლთა ეფექტიან რეინტეგრაციას საზოგადოებაში.
საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა რეგიონში, სადაც აღნიშნული ტრენინგი ინერგება. პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობას ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია საერთაშორისო დონეზე.
ტრეფიკინგის თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო 2021 წლის ანგარიშით საქართველო ევროკავშირისა და დასავლური ევროპის არაერთი ქვეყნის გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში და აკმაყოფილებს ამ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, გასული წლების მსგავსად, 2021 წლის ანგარიშშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის მხოლოდ საქართველო მოხვდა რეიტინგული სკალის უმაღლეს საფეხურზე.
საქართველოს წარმატება ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს.
პროექტი „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა. ღონისძიება ესწრებოდნენ ადამიანით ვაჭრობის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი და კოორდინატორი, ბატონი ვალიანთ რიჩი; საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილე, ბატონი ურს ბიირი; ასევე, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „თიხის აკადემია“ საქმიანობას აფართოვებს
29 ივნისი, 2022 , 12:15
გამოსავალი? სისტემა კი არ უნდა დაინგრეს - არამედ მოკვდეს - გოჩა მირცხულავა
29 ივნისი, 2022 , 11:28

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მთის ლუდმა“ წარმოება სამჯერ გაზარდა
29 ივნისი, 2022 , 11:23

ჰააგის ბავშვთა კონვენციის ფარგლებში, ქართველი ადვოკატები და იურისტები გადამზადნენ - „ახალგაზრდა ადვოკატები“
29 ივნისი, 2022 , 10:31
კობა გვენეტაძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა
28 ივნისი, 2022 , 16:33
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური სამხედრო პატივით დაკრძალეს
28 ივნისი, 2022 , 16:24