უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 ივლისი, 2017 16:50
font-size

ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2017 წლის 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ორ ეპიზოდში).

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რ.ა.-მ უზბეკეთიდან საქართველოში, მოტყუებით, თითქოსდა დასაქმების პირობით უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ჩამოიყვანა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით, შანტაჟითა და იძულებით მოახდინა გადაბირება, განახორციელა მათი პროსტიტუციაში ჩაბმა და სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა.

ვინაიდან, რ.ა. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სასამართლომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა

5 დეკემბერი, 2019 , 17:30

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფი

ნიკა გვარამია სუს-შია დაბარებული

5 დეკემბერი, 2019 , 16:00

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან შესაბამისი უწყება მიუვიდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნიკა გვარამია სუს-ში მოწმის სახით გამოკ

მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

5 დეკემბერი, 2019 , 15:40

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი. ჩ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალური

ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბერ-მონაზონი დააკავეს

5 დეკემბერი, 2019 , 13:00

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

4 დეკემბერი, 2019 , 17:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ა.ს. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ &bdquo

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

4 დეკემბერი, 2019 , 11:55

20 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`