უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2020 15:55
font-size

ადაპტაციისა და მართვის ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, პასუხისმგებლობები, წესების დაცვის თვალსაზრისით, როგორც მთავრობის, ისე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, უფრო მეტად იზრდება - ნათია მეზვრიშვილი

წესების დაუცველობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთან რაოდენობის ზრდასთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მან ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე მოქალაქეების, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება, წესრიგის და წესების დაცვის თვალსაზრისით.

„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ კონკრეტულად და ნათლად ისაუბრა იმ პოლიტიკაზე, რაც მთავრობას, ჯერ კიდევ პირველი დღეებიდან მოყოლებული ჰქონდა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით, საკმაოდ თანმიმდევრული, რაციონალური და პროგნოზირებადი პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვატარებდით. ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა და დღეს, ვიმყოფებით ამ რეალობის წინაშე. შეზღუდვების მოხსნა ბუნებრივად გამოიწვევდა მობილობის გაზრდას და შესაბამისად, პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება, წესრიგის და წესების დაცვის თვალსაზრისით.

წესების დაუცველობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთან რაოდენობის ზრდასთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ და ყოველი საბჭოს შემდეგ, გვსურს, რომ საზოგადოებას მოვუწოდოთ, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები, რომელთა დაცვითაც, ჩვენ, დღეს, გვიწევს ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და ადაპტაცია, რა ფაზაშიც, ფაქტიურად, ჩვენ ვიმყოფებით. ადაპტაციისა და მართვის ფაზაში გადავედით შეკავების ფაზიდან, რომელსაც პირველი ეტაპიდან, მთავრობა ახორციელებდა. მიზანი და ამოცანა იყო ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შეკავება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი