უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ივლისი, 2017 16:20
font-size

ADC-მ ანაკლიის პორტის დიზაინი მთავრობას წარუდგინა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინის მომზადება კიდევ ერთი საკვანძო ეტაპია, რომელიც კონსორციუმმა პორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაასრულა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დაგეგმარებას, რომელიც დაახლოებით 110 ჰექტარზე გავრცელდება. იგი შედგენილია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილების მშენებლობისთვის; წინასწარი დიზაინის დოკუმენტი ამ ტერიტორიის დაგეგმარების 70%-ს ასახავს.

ანაკლიის პორტის დიზაინის შემუშავებაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად საერთაშორისო კომპანიები „ვან ოორდი“ (Van Oord), „როიალ ჰასკონინგი“ (Royal Haskoning DHV) და „მოფატ ენდ ნიკოლი“ (Moffat & Nicol) დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

დიზაინის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ტერმინალ-ოპერატორის გამოვლენის თითქმის ერთწლიანი პროცესი დაასრულა. მან საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორად მსოფილოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი დაასახელა. პარალელურად მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის განხილვა, რომელიც კონსორციუმმა 8 ივნისს გამოაქვეყნა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში, ხოლო პორტის პირველი ფაზის ამოქმედება 2020 წელს იგეგმება.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი