უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 აპრილი, 2017 16:20
font-size

ადგილობრივები ფასანაურის გავლით რუსეთიდან სომხეთსა და ირანში ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებენ

ფასანაურში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს, რომლითაც ფასანაურის გავლით რუსეთიდან სომხეთსა და ირანში ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებენ. მოსახლეობა შიშობს, რომ ეს გარემოსთვის ზაინის მომტანი იქნება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მეზობელ სოფლებში ბოძების დამონტაჟება უკვე დაწყებულია და მათ სოფელში სამუშაოები 1 კვირაში დაიწყება.

ფასანაურის მოსახლეობა აპირებს, ხელი შეუშალონ მშენებლობას, რადგან, როგორც თვითონ ამტკიცებენ, სატრანზიტო მაგისტრალის შექმნის შემთხვევაში მთიულეთის ქედზე უნდა გადაიჭრას 30-50 მეტრის სიგანის ხეები, რასაც შეიძლება მეწყერი და ზვავი მოყვეს.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გადამცემი ანძები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ბოძების დამონტაჟებას სოფლის გვერდის ავლით და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადატანას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ფასანაურში ჩავიდნენ კომპანია ,,ენერგოტრანსის’’ ტექნიკური დირექტორი, ჯემალ ახალაია და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ჩოხელი.

მათი განცხადებით, არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

,,ამ პროექტს ახლავს გეოლოგიური დასკვნა და მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ეს არ გაკეთდება. ჩვენი პოზიციააა ის, რომ არც ტყე გაიჩეხოს, მაგრამ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ მოსახლეობაც არ დაზარალდეს’’, - განაცხადა გამგებელმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ფოთში ტრაილერი გადაბრუნდა

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

ფოთში, ქალაქის შესასვლელთან ტრაილერი გადაბრუნდა. მომხდარის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში აცხად

ხარაგაულის პოლიციის უფროსს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

ხარაგაულის პოლიციის უფროსს, დავით მჭედლიძეს 2 მოქალაქე ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. კვინიკაძეების თქმით, ხარაგაულის პოლიციის უფროსი მათი ბიზნესით არის დაინტერებული და საქმიანობის დატოვება ს

საარჩევნო პროცესში `ქართულმა ოცნებამ` და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო - მურთაზ ზოდელავა

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, საარჩევნო პროცესში "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო.

ხობში ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

20 ნოემბერი, 2018 , 11:40

ხობში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი მცირეწლოვანია. დამწვრობის სიმძიმიდან გამომ

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა

19 ნოემბერი, 2018 , 15:15

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტე

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით ტერენინგები გაიმართა

19 ნოემბერი, 2018 , 14:45

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტერენინგები გაიმართა.  ტრენინგის ფარგლებში ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`